თბილისის N72-ე საჯარო სკოლა ყოფილ მოსწავლეზე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ილია, საოცარი ბიჭი, ჩვენი სკოლის დიდი ტკივილი! ვიზიარებთ ოჯახის ტრაგედიას და გამძლეობას ვუსურვებთ“, – ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
იქვე გარდაცვლილის დედამ, ნინო მიქიაშვილმა კომენტარი დატოვა:
„ჩემო ილია, ჩემო ნათელო, კეთილო და დიდსულოვანო შვილო, შენი ნათელი და კეთილი გული გაგინათლოს უფალმა სასუფევლისკენ სავალი საზვერეები.
მადლობა ჩვენს კოლეგებს თანაგრძობისთვის. მეც და ილიაც მადლობას გიხდით”, – დაწერა ნინო მიქიაშვილმა.
