LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ერთობლივი გეგმა განიხილეს ვახტანგ გომელაურმა და კელი დეგნანმა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან – კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა სამინისტროში აშშ-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები განიხილეს. საუბარი, ასევე, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ, კიბერდანაშაულსა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიზნით განხორციელებული ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობას შეეხო.

ასევე, ყურადღება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, აშშ-ის მთავრობას სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ვახტანგ გომელაურმა და კელი დეგნანმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები დასახეს.