LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპამ უნდა გაიაზროს, რომ საქართველო დაიშალა, საქართველო გაყო პუტინმა სამ ნაწილად: შალვა ნათელაშვილი

ევროპამ, პოლიტიკურმა ელიტამ, ჩვენმა მოკავშირემ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს ჭეშმარიტება რომ ე.წ. ელიტებს კი არ უნდა დაეყრდნონ საქართველოში, არამედ უნდა დაეყრდნონ ქართველ ხალს და საზოგადოებას. მე ევროპელი პარტნიორების უკმაყოფილო ვარ. ამის შესახებ ”ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

ის აღნიშნავს, რომ დღეს ევროპა ბიძინა ივანიშვილისკენაა.

”სამწუხაროდ, ევროკავშირისგან და ევროპისგან ვისმენთ ასეთ ნელთბილ კომენტარებს, რომელიც არც იქითაა, არც აქეთაა და უფრო ხშირად ოლიგარქისა და ივანიშვილის მხარესაა. მე მოვუწოდებ ევროპის პოლიტიკურ ელიტას, საფრანგეთის ხელმძღვანელობას, შეუწყვიტეთ ნაყიდი მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილს, გაუუქმეთ ორდენი საპატიო ლეგიონერისა, რომელითაც ორი კვირის წინ დააჯილდოვეთ, რადგან მან საფრანგეთის კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში, აქედან მოპარული ასეულობით მილიონი გადმოგრიცხათ და ქართველი ხალხი დატოვა აცრის გარეშე, ვაქცინის გარეშე”.

მისივე თქმით, ევროპამ უნდა გაიაზროს, რომ საქართველო დაიშალა.

”სამწუხაროდ ვერ ვხედავთ, რომ ევროპას აინტერესებს ქართველი ხალხი. მრჩება შთაბეჭდილება რომ ევროპას უფრო ტერიტორია აინტერესებს და მნიშვნელობა არ აქვს მისთვის, ვინ მართავს ამ ტერიტორიას, თუნდაც უზნეო მეთოდებით, თუნდაც გაყალბებული არჩევნებით, რახან კი მართავს ე.ი. მას უჭერენ მხარს. ეს პოლიტიკა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. ევროპამ უნდა გაიაზროს, რომ საქართველო დაიშალა, საქართველო გაყო პუტინმა სამ ნაწილად, ფაქტობრივად, ევროპული ორიენტაციის გამო, იმის გამო, რომ ჩვენ არ ვუღალატეთ დასავლურ მოკავშირეობას, მათ გამო დაგვემართა ეს, რაც დაგვემართა და ამისათვის უნდა ელემენტარული თანადგომა ვიგრძნოთ. ეს არის დანაშაულებრივი მოწოდება და ქართველი ხალხის სულში ჩაფურთხება. აბა, მათ ბატონებს გაუკეთონ იგივე, რაც ჩვენ დაგვემართა, პუტინმა გაუგზავნოს თავისი ოლიგარქი პრეზიდენტად, მეფედ და პრემიერად, მერე ამ ოლიგარქმა მოიპაროს იმ ქვეყნის ბიუჯეტი და სახლში წაიღოს, არჩევნებიც გააყალბოს და ის პოლიტიკოსები, ევროპელები, ახლა რომ ბევრს ლაპარაკობენ, რა ხასიათზე იქნებიან, ვნახავთ და იმასაც ვნახავთ, ხალხის რისხვაც როგორ წალეკავს”. – განაცხადა, შალვა ნათელაშვილმა.