LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ერისა თუ რელიგიისაა ადამიანი, მტერიც კი – გულმოწყალე უნდა ვიყოთ“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე სოციალურ ქსელში გულმოწყალების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქრისტეს მაგალითი ადამიანს სხვების მიმართ, მათ შორის მტრებისადმი, თანაგრძნობისკენ მოუწოდებს.

„ღმერთი რომ მოვიდა ადამიანად – გვიჩვენა როგორია ის.

ის რომ ღონიერია,

ის რომ ყოვლისშემძლეა, ყოვლისმცოდნეა, სამყაროს შემოქმედია, ამის დაჯერებას რა უნდა, თუ ღმერთის მწამს…

მაგრამ ის რომ მშვიდია, მდაბალი და გულმოწყალე – ეს ცოტა დაუჯერებელი ჩანდა…

და აი, გულმოწყალება ერთ-ერთი თვისებაა,

და უფალი გვავალდებულებს გულმოწყალე რომ ვიყოთ ყველას მიმართ,

არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ის ადამიანი – რომელი ერის, რელიგიის, მტერიც კი, სულერთია.

აი, ეს უნარი გულმოწყალებისა – გვებრალებოდეს ადამიანი.

ამონარიდი ქადაგებიდან | 06.02.2021″,- წერს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.