LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვი ასე იჯდა ეზოში, რა სჭირს ფეხებზე არც ვიცი, თვალებიდან არ ამომდის იმ დღის შემდეგ… ბავშვი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა“ – აკა სინჯიკაშვილი საზოგადოებას მიმართავს

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახის შესახებ წერს და საზოგადოებას ბავშვის დასახმარებლად გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

„ამას წინათ, ერთ უღარიბეს ოჯახს ვეხმარებოდით და ბავშვი ასე იჯდა ეზოში. რა სჭირს ფეხებზე არც ვიცი, თვალებიდან არ ამომდის იმ დღის შემდეგ. ბავშვი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა, სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ასე რომ დავტოვოთ, არავინ იცის, შეძლებს თუ არა როდისმე სიარულს. სხვა ბავშვები რომ გარბიან და ეს ასე მიჰყვება, მაგაზე ძნელი დასანახი, ძაან ცოტა რამეა.

შეიძლება ერთადერთი შანსი ვართ, რომ ამ ბავშვმა ფეხზე გაიაროს და მოგმართავთ ყველას – იქნებ რომელიმე კლინიკა დაინტერესდეთ, ან რომელიმე ექიმი ხვდებით რა სჭირს ბავშვს და გასასინჯად მიიღოთ. ხვალვე, მე თვითონ ჩამოვიყვან თბილისში.

ფულს მოვუგროვებთ და ოპერაციის და მკურნალობის ხარჯებს გადავიხდით.

მე თვითონ ვატარებ ყველა პროცედურაზე და შეხვევაზე, ოღონდ ეს ბავშვი ფეხზე დამაყენებინეთ და ასე არ იყოს და ყველაფერს გავაკეთებთ მართლა 😕

გამივრცელეთ ეს ამბავი, იქნებ რომელიმე კლინიკამდე ან ექიმამდე მივიდეს და ჩვენც აქ ვართ. მომწერეთ ნომერზე – 558181218

აბა ჩვენ ვიცით ✊️❤️

🛑ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ –

ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი

#GE35BG0000000144817300

აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისიბანკი

#GE90TB7603845061100016

PayPal – Sinjikashvili@gmail.com

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili”,- წერს აკა სინჯიკაშვილი.