LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაღალი ინფლაციის ფონზე საპენსიო სააგენტოს რეალური ამონაგები შემცირდა – რამდენად დაცულია მოსახლეობის საპენსიო დანაზოგი  / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

მაღალი ინფლაციის ფონზე საპენსიო სააგენტოს რეალური ამონაგები შემცირდა. საპენსიო სააგენტოს შექმნიდან, ანუ 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის მაისამდე, ქვეყანაში ჯამურმა ინფლაციამ 34.28% შეადგინა, ხოლო ფონდის წმინდა ნომინალური ამონაგები 35.23% იყო.

შესაბამისად, სისტემის რეალური ამონაგები ამ პერიოდში მხოლოდ 0.71% -ია. მაღალი ინფლაციის კიდევ ერთი თვის პირობებში ეს ამონაგები შეიძლება უარყოფითი გახდეს.

ამჟამად საპენსიო აქტივების 81% ლარში, 19% კი უცხოურ ვალუტაშია ინვესტირებული. ბოლო ორი თვეა საპენსიო სააგენტომ უცხოური აქტივების შეძენა დაიწყო, ფონდის 10% უცხოური კომპანიების აქციებში, 7.3% კი უცხო ქვეყნების სახაზინო ობლიგაციებშია ინვესტირებული.

საკითხს „ბიზნესკურიერში“ სტუმრად გიორგი კეპულაძესთან ერთად განიხილავს საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გოგა მელიქიძე.

 

 

– გოგა, ცოტა გაუგებრობა გამოიწვია იმ საკითხმა, რომ რეალური ამონაგები შემცირდა და მოქალაქეები წუხდნენ, რომ ფული დაგვეკარგაო. მგონი, კარგი იქნება, თუ ამ ეთერსაც გამოვიყენებთ და მათ შორის რადიომსმენელებსაც ცოტა დავამშვიდებთ, რომ ასე არ არის სიტუაცია და საპენსიო ფონდების ამონაგები ერთი და ორი თვით არ ითვლება.

– მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არაფერი სავალალო არ ხდება. პირიქით, ჩვენ სტანდარტულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას. საუბრები იყო გაკოტრებაზე და ინტერპრეტაციებს ჰქონდა ადგილი.

ჩვენი სტრატეგიაა, ვიყოთ მაქსიმალურად გამჭვირვალეები და ვიყოთ პროაქტიური კომუნიკაციაში. უნდა შევეცადოთ, რომ მაქსიმალურად მარტივად ავხსნათ, როგორ მიდის მონაწილეების დანაზოგების საინვესტიციო დინამიკა და რა ხდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი საინვესტიციო დინამიკის არის უკუგებაზე გამოკლებული ინფლაცია.

ჩვენ გვაქვს მაღალი რეცესია,  ყველა აქტივის ფასი შემცირდა და ამავდროულად, გვაქვს მაღალი ინფლაცია.

ბუნებრივია, ეს აწვება პორტფელის ღირებულებას და ცოტა ამცირებს. თუმცა, ჩვენ ვინარჩუნებთ ზრდას, 3.4% -ია მიმდინარე წლის მანძილზე.

რეალურ ამონაგებს ვინარჩუნებთ დაახლოებით 1%-ზე მეტს, მაგრამ ეს ბუნებრივია, გამოწვევაა. თურქეთში მაღალი ინფლაციური ფონია 71 – 72% – ია. ამიტომ ჩვენ შემთხვევაშიც მაღალი ინფლაციური ფონია. ბოლო რამდენიმე თვეა, რეალური ამონაგები, უკუგებაზე გამოკლებული ინფლაცია, არის დაწოლის ქვეშ. ეს დროებითი მოვლენაა.  ყოველდღიურ რეჟიმში ვუყურებთ უკუგებას, რეალურ ამონაგებს და ინფლაციას.

მოკლევადიან პერიოდში შეიძლება, ინფლაცია სხვადასხვა მიზეზის გამო გაიზარდოს და ერთჯერადი „ჯამფი“ ჰქონდეს და უცბად ავარდეს ზემოთ.

მოკლევადიან ინფლაციას ვერ დაგეგმავს საინვესტიციო ტაქტიკა. სტრატეგია იგეგმება შედარებით საშუალოვადიან პერიოდში. მოკლევადიანი საშუალო ზრდა ბუნებრივია აწვება საშუალოვადიან ამონაგებს, მაგრამ ის სტრატეგია, რაც ჩვენ გვაქვს, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში აუცილებლად მოიტანს კარგ შედეგს, კარგ შემოსავალსაც და რეალურ ამონაგებსაც.

ფაქტია, რომ მსოფლიოში ყველაფერი გლობალურად გაძვირებულია და ეს საქართველოში გადმოგვეცემა.

ყველაზე კარგია იმ კომპანიების აქციების ყიდვა, რომლებიც ამ ინფლაციის ფონში მოღვაწეობენ.  ეს არის არა ჩვენი მოგონილი ფორმულა, ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა და ფორმულა რითაც იზღვევა გლობალური ინფლაცია.

ჩვენ ბოლო ორთვენახევარია, ვიძენთ  ამერიკული კომპანიების(და არამხოლოდ) გლობალურ  აქციებს. ანუ ვყიდულობთ ინდექსს, სადაც 1500-ზე მეტი აქციაა, ეს საუკეთესო მზღვეველია, რითაც შეიძლება საერთაშორისო ინფლაცია მოთოკო და გაჰყვე მას. შეიძლება მოკლევადიანში ვერ გაასწრო ამ ინფლაციას, მაგრამ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ყველაზე კარგად მას აქციების ბაზარი კითხულობს დაის გაჰყვება.

მეორე თემა არის ის, რომ ვყიდულობთ ინფლაციას საქართველოში, რაც აჩენს მაღალ საპროცესო განაკვეთს. ბოლო 30 წელს რომ შევხედოთ რომ შევხედოთ ლარის საპროცენტო განაკვეთს, ის ისტორიულ მაქსიმუმზეა.

ეს კარგია, რადგან გრძელვადიან პერიოდში ვიძენთ აქციებს, როგორც კი ინფლაცია დაბლა წამოვა, მონაწილეებს ექნებათ შეძენილი მაღალი ფიქსირებული საპროცესო განაკვეთი, რაც პირველ რიგში მათ ინტერესებს მოემსახურება.

მეოთხე კვარტალში ჩვენ  ველოდებით, რომ ინფლაცია გახდება ერთნიშნა, ამ დროს მათი ინვესტირება განხორციელებული იქნება 12-13 %-ში, რაც მათ ინტერესებს მოემსახურება. ესეც ერთ-ერთი სწორი მზღვეველია, რომ „ვისარგებლოთ“ გაზრდილი საპროცესო განაკვეთებით და მაქსიმალურად გრძელვადიანი პერსპექტივით შევიძინოთ, იმიტომ რომ ეს ინფლაცია ეროვნული ბანკის მოლოდინითაც და საერთაშორისო ინსტიტუტების მოლოდინით, დასტაბილურებას დაიწყებს. და როგორც კი დასტაბილურებას დაიწყებს, ჩვენ შეძენილი გვექნება მაღალი საპროცესო განაკვეთი, რაც პირველ რიგში მონაწილეების ინტერესებს მოემსახურება.

ასევე ჩვენ ვინარჩუნებთ პორტფელის 17 %-ს, რეფინანსირებაზე მიბმულს. ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს რეფინანსირებაზე მიბმული რეფინანსირების ინსტრუმენტები.

ინფლაციას, პორტფელის ეს ნაწილი წაიკითხავს ყველაზე სწორედ და სწრაფად.

– მაღალი ინფლაციის პირობებში არაა გამორიცხული, რომ რეფინანსირების განაკვეთიც გაზარდოს ეროვნულმა ბანკმა, თუმცა მისი პროგნოზითაც ნელ-ნელა ინფლაციამ უკვე მიაღწია გარკვეულ პიკს და შეიძლება, რომ ქვევით წამოვიდეს და თავისთავად მას ნელ-ნელა გაჰყვება სხვადასხვა ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციები.

წლის მეორე ნახევარში ნელ-ნელა უნდა წამოვიდეს ქვემოთ, როგორც ინფლაცია ასევე რეფინანსირების განაკვეთი. შეიძლება, რამდენიმე თვე ამონაგები ინფლაციას ვერ დაეწიოს, მაგრამ ასე ხდება სხვა ქვეყნებშიც.

ადამიანების დამოკიდებულება საპენსიო სააგენტოს მიმართ სკეპტიკური იყო და კარგია, რომ აქტიური კომუნიკაციით ცდილობთ, ეს კითხვები გაფანტოთ.
აღსანიშნავია, რომ უცხოურ ფასიანი ქაღალდების ინვესტირება ორი თვეა, დაიწყეთ და მხოლოდ ნაწილია ჯერჯერობით უცხოურ ვალუტაში.

– ასეა ნამდვილად. რამდენიმე თვის წინ ობლიგაციების ბაზრის ფიქსირებული შემოსავალი იყო ძალიან დაბალი. მას მერე რაც ცენტრალურმა ბანკებმა საპროცენტო განაკვეთები გაზარდეს, შესაძლებლობები გაჩნდა.

სწორედ ამიტომ ჩვენ ვიყიდეთ ქვეყნის სუვერენული ობლიგაციები. სამწუხაროდ ლიკვიდურობა ძალიან დაბალია, მაგრამ რაც ბაზარზე მოვნახეთ, საკმაოდ მაღალ დისქაუნთში შევიძინეთ.

თუ ბაზარზე დავინახეთ, რომ დოლარში გვაქვს მაღალი ერთნიშნა პროცენტი და მისი საკრედიტო რეიტინგი მიმზიდველია, მაშინ მასში აუცილებლად ინვესტიციას ვახდენთ.

ესეც ერთ-ერთი ტაქტიკაა, რომ ამ სიტუაციით ვისარგებლოთ და  გარკვეული პოზიციები ავიღოთ შეძლებისდაგვარად. აქციების ყიდვა ჩვენ დავიწყეთ, როცა ბაზარმა ვარდნა დაიწყო, მაგრამ ახლა ისევ აგრძელებს ბაზარი ვარდნას და ის გააკეთებს “რიქავერებს”.

ჩვენ ვიძენთ აქციებს და და პორტფელის 20% შეგვიძლია აქციებში გადავიტანოთ. აქედან 10% უკვე გადავიტანეთ, მეორე 10 % ამერიკულ სახაზინოებში გადავიტანეთ, მაგრამ მალე გაუვა მათ ვადა, ივლისის ბოლოს აგვისტოს დასაწყისში და მათაც ასევე გადავიტანთ აქციებში.

ამ ეტაპზე შეძენილი გვაქვს განვითარებული ეკონომიკური ქვეყნების აქციები, როგორიცაა ამერიკა, იაპონია და ევროზონა. შემდეგი რაუნდი წავა დიდ განვითარებად ეკონომიკებში.

როგორიცაა ლათინური ამერიკის ქვეყნების ეკონომიკები, ბრაზილია, არგენტინა და ა.შ. შემდეგ უკვე შეგვიძლია განვიხილოთ ჩინეთი და აზია, იმისთვის, რომ მაქსიმალურად დივერსიფიცირებული იყოს და ვისარგებლოთ სიტუაციით, როცა მსოფლიოში კაპიტალის ბაზრები გაიაფდა.

ამ მომენტუმის არგამოყენება არ შეიძლება. დოლარის ყიდვა დავიწყეთ მაშინ, როცა ლარმა გამყარება დაიწყო. საშუალო შეძენის ფასი გვაქვს 3.05. მიუხედავად იმისა, რომ ლარი ახლა 3-ის ქვემოთ არის. ჩვენ აქციებს ნელ-ნელა ვყიდულობდით, რომ ლარის დევალვაცია არ გამოგვეწვია.