შრომის ინსპექციის სამსახურთან არსებული აკრედიტაციის კომისიის გადაწყვეტილებით, შპს“ შრომის უსაფრთხოების სასწავლო ცენტრს“ მიენიჭა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციის სტატუსი 2022 წლის 6 ივნისს.
სასწავლო ცენტრში არის სწავლებისთვის იდეალური გარემო, აუდიტორიები და გარემო ადაპტირებულია შშმ პირების საჭიროებებისათვის, აღჭურვილია საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით.
პროგრამით გათვალისწინებულ მოდულებზე, სწავლებას განახორციელებენ მაღალკვალიფიციური და სერტიფიცირებული ტრენერები.
სასწავლო პროგრამა მოიცავს ორ მიმართულებას, კერძოდ:
• სრული აკრედიტებული პროგრამა
• აკრედიტებული პროგრამა დაბალი და საშუალო რისკის ობიექტებზე.
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების სრული აკრედიტებული პროგრამა მოიცავს შესაბამის სასწავლო მოდულებს და შედგება 230 საათისგან, საიდანაც 133 საათი ეთმობა თეორიულს, ხოლო 97 საათი პრაქტიკულ მოდულებს. რაც შეეხება აკრედიტებულ პროგრამას დაბალი და საშუალო რისკის ობიექტებისთვის, სულ არის 148 საათიანი პროგრამა, სადაც 108 საათი არის ზოგადი მოდულები და ასევე თემატური მოდულები, კერძოდ: შრომის უსაფრთხოება მომსახურების/სერვის სექტორში 20 საათი და შრომის უსაფრთხოება სამედიცინო სფეროში 20 საათი.
პროგრამის მიზანია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მომზადება, საჭირო კომპეტენციების განვითარება ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის ეფექტური მართვისთვის.
მსმენელს პროგრამის დასრულებისას ექნება ცოდნა შემდეგი მიმართულებით:
– შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებული ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა.
– სამუშაო სივრცეში დასაქმებულებისა და სხვა პირების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეებისა და რისკების შეფასება.
– სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება.
მნიშვნელოვანია:
აკრედიტებული პროგრამის გავლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს უმაღლესი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. სწავლის ღირებულება შეადგენს 1450 ლარს. ასევე მოქმედებს 0%-იანი განვადება.
საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №1/43 (პროფკავშირების კულტურის სახლი). ტელ: 574 77 20 20
(R)
