პუტინს შავი დღე ელოდება და ადრე თუ გვიან ის ისტორიაში შევა, როგორც ჰიტლერის კარიკატურა, პატარა ჰიტლერია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
რომან გოცირიძე იმედს გამოთქვამს, რომ საზოგადოება რუსეთში გამოფხიზლდება, რადგან გააცნობიერებს რომ პუტინმა ისინი გააკოტრა.
„ზოგიერთი „ფორბსის“ სიაშიც კი მოხვდა, ახლა ისინი პუტინმა გააკოტრა და რუსულ წუმპეში ჩაკეტა და ეს მილიარდელები ლონდონსა და ნიუ-იორკში ფრენის ნაცვლად იფრენენ პენზაში.
რაღაც ეტაპზე საზოგადოებაც გამოფხიზლდება.
სამხედროები ყოველდღე კატასტროფულ მარცხს განიცდიან, 12 ათასი მკვდარი ჰყავთ ორ კვირაში. ვხედავთ, მათი ტექნიკა როგორ გადაიქცა ჯართად.
პუტინს შავი დღე ელოდება და ადრე თუ გვიან ის ისტორიაში შევა, როგორც ჰიტლერის კარიკატურა, პატარა ჰიტლერია.”- ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი.
