პოლონეთის ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩი საქართველოს მთავრობას მიმართავს და სხთოვს, გორში სტალინის მუზეუმი დახუროს.
ელჩმა მაშკიევიჩმა 4 მარტს თბილისში „რონდელის ფონდის“ ორგანიზებულ დისკუსიაზე, „რუსეთის შეჭრა უკრაინაში“, გამოსვლის ბოლოს განაცხადა:
„ბოლოს მსურს, მივმართო ჩემს ქართველ მეგობრებს. ერთი შემოთავაზება მაქვს. მესმის, რომ თქვენ ძალიან რთულ სიტუაციაში ხართ – ხართ პატარა ქვეყანა უზარმაზარი მეზობლით, რთულ ეკონომიკური მდგომარეობაში ხართ და არ შეგიძლიათ ხმამაღლა გამოხვიდეთ რუსეთის წინააღმდეგ და მხარი დაუჭიროთ სანქციებს. კეთილი, მაგრამ გთხოვთ, ერთი სიმბოლური ჟესტი მაინც გააკეთეთ: დახურეთ სტალინის მუზეუმი გორში. გმადლობთ“.
შეგახსნებთ, რუსეთი-უკრაინაინის ომის მეორე დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.
დღესვე, 4 მარტს, საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა განაცხადა, რომ უკრაინა ყველა პარტნიორს მოუწოდებს, შეუერთდეს სანქციების რეჟიმს.
რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: ომი უკრაინაში
