LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგეი ლავროვის გამოსვლისას ევროპელმა დიპლომატებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს

ჟენევაში, გაეროს განიარაღების კონფერენციაზე სერგეი ლავროვის ვიდეომიმართვისას ევროპელმა დიპლომატებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის სიტყვით მიმართვისას ლავროვმა აღნიშნა, რომ ის სხდომას პიროვნულად ვერ ესწრება „იმ აღმაშფოთებელი ზომების გამო“, რომელიც ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სახით აამოქმედა.

ლავროვი: დროა დავაბრუნოთ ამერიკული ბირთვული იარაღი სახლში