LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვაკვირდებით სიტუაციას, დასავლეთისგან განსხვავებით, დასკვნები წინასწარ არ გამოგვაქვს” – ჩინეთი უკრაინაში რუსეთის ქმედებებს “შეჭრას” არ უწოდებს 

ჩინეთი უკრაინაში რუსეთის ქმედებებს “შეჭრას” არ უწოდებს და კონფლიქტის მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

ჩინეთმა თავის მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ საჭიროებისას მათ უნდა გამოფინონ ჩინეთის დროშა, იმ შემთხვევისთვის თუ სადმე გადაადგილება დასჭირდებათ.

“ჩინეთი ახლოდან აკვირდება უახლეს სიტუაციას. ჩვენ ორივე მხარეს მოვუწოდებთ რომ შეიკავონ თავი და სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლა თავიდან აირიდონ” – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჰუა ჩუნიანგმა.

საგარეო სამინისტროს პრესსპიკერს დღევანდელ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა რუსეთის ქმედებების შეფასება სთხოვეს. მან კი უპასუხა, რომ არ აპირებს დასკვნების წინასწარ გაკეთებას.

„ალბათ, ესაა განსხვავება ჩინეთსა და დასავლეთს შორის. ჩვენ დასკვნები წინასწარ არ გამოგვაქვს.“ – განაცხადა მან.

 

რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: