LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოლიციამ და სუს-მა გზა გადაუკეტეს, დაემუქრნენ – რა ინფორმაციას ავრცელებს ხატია დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის და ქუთაისის მერობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, ზესტაფონიდან წამოსულ საარჩევნო კომისიის წევრებს პოლიციამ, სუს-მა და “ქართული ოცნების” კოორდინატორმა გზა გადაუკეტა.

ამის შესახებ დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

“ქუთაისის 90 -ე ოცნების კომისიის წევრები მოდიოდნენ ჩვენს შტაბში შეხვედრისთვის ზესტაფონიდან კონკრეტული ინფორმაციის მოსაწოდებლად გაყალბების შესახებ.

გზაზე პოლიციამ, სუსმა და ოცნების კოორდინატორმა უკანონოდ გადაუკეტეს გზა, არ უშვებდნენ.

ოჯახში მივიდა სუსი და დაემუქრა”,- წერს ხატია დეკანოიძე.