LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რთველმა ბარაქიანად ჩაიარა,”ბაიას ღვინო” ძალიან მალე განსხვავებული ჯიშებითაც გააცნობს მომხმარებელს თავს / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

ბოლო წლებში საქართველოში არაერთი საოჯახო მარანი და მეღვინეობა გაჩნდა. მათი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზეც წარმატებით იყიდება და ექსპორტზეც გადის. ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ საქმეს წარმატებით მოკიდა ხელი, მეღვინე ბაია აბულაძე იყო. ამჟამად „ბაიას ღვინო“ წელიწადში 18,000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს და ექსპორტზე გააქვს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ავსტრიაში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, დანიაში, შვედეთში, ნორვეგიაში და სხვა.

რადიო “ფორტუნას” გადაცემაში “ბიზნესკურიერი”, გიორგი კეპულაძის სტუმარია ბაია აბულაძე, „ბაიას ღვინის“ დამფუძნებელი.

-როგორ ჩაიარა ოფჩაში რთველმა?

რთველი ბოლო დღეებს ითვლის. ახლა მიმდინარეობს წითელი ყურძნების, ალადასტურისა და ოთხანური საფერავის რთველი. საინტერესოდ და ბარაქიანად ჩაიარა ჩვენმა რთველმა.

-როგორც ვხვდები, 18 ათასი ბოთლი ღვინო არ იქნება ზედა მიჯნა, ალბათ გაზრდით წარმოებასაც.

იმედი გვაქვს. ჩვენ გვაქვს ნაკვეთები, რომელზეც ერთწლიანი ვაზი გვაქვს გაშენებული და გვაქვს ნაკვეთები, რომელზეც ჯერ არ გაგვიშენებია ვაზი. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, ძალიან მალე სხვა განსხვავებული ჯიშებითაც გავაცნოთ ჩვენს მომხმარებელს თავი.

-მე ჩამოვთვალე ის ქვეყნები, სადაც თქვენ გადიხართ ექსპორტზე. თითქმის ყველა არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ეს ალბათ ერთ-ერთი კარგი ბაზარია ქართული ღვინისთვის. ჩინეთის ან სხვა საექსპორტო მიმართულებით თუ იგეგმება რაიმე სიახლე. 

საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანას აქვს ღვინის ძალიან დიდი ისტორია. ისტორია თავის ნიშას იკავებს საერთაშორისო ბაზარზე. ამასთან ძველმა შესაძლებლობამ, რომ ჩვენი ქვეყნის საზღვრები გაიხსნა ჯერ ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან, მცირე მეწარმეებსაც და ჩვენც მოგვცა საშუალება, რომ მუდმივ ბაზარზე ვყოფილიყავით.

თავიდან ვფიქრობდით, რომ ჩვენი ღვინოები ქვეყნის შიგნით უნდა გაგვეყიდა – მალევე შევძელით, რომ რამდენიმე ქვეყანასთან დაგვეწყო თანამშრომლობა და დღეს უკვე არა ევროკავშირის ქვეყნებთან, არამედ ამერიკასთან და აზიის ქვეყნებთანაც საინტერესოდ ვთანამშრომლობთ, რა თქმა უნდა, მცირე მოცულობებით. ეს ის ქვეყნებია, რომელშიც ქართული ღვინო კიდევ უფრო მეტს იტყვის მომავალ 5-10 წელიწადში.

ჩინეთი ძალიან საინტერესო ქვეყანაა თავისი უდიდესი კულტურით და რა თქმა უნდა, უდიდესი ბაზრით. ჯერჯერობით ჩვენი ღვინო ამ ბაზარზე არ გადის, თუმცა არსებობს მცირე მოთხოვნა და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

-ჩემს გადაცემაში თითქმის ყველა სტუმარს ვეკითხები, პანდემიას როგორ გადაურჩით და როგორ დაგაზარალათ. ხომ არ შეეტყო ეს მნიშვნელოვნად თქვენს ბიზნესს და მეღვინეობას?

პანდემია, რა თქმა უნდა, ძალიან რთული მოვლენა იყო თავისი არამხოლოდ პირდაპირი პანდემიური და ეკონომიკური თვალსაზრისით. რაც შეეხება, მეღვინეობის სფეროს, ღვინო გახლავთ ის პროდუქტი, რომელსაც ასაკი არ აშინებს და პირიქით მოთხოვნადია, რაც უფრო ძველია ღვინო.

რაც შეეხება 2020-2021 წლებს, არ შეწყვეტილა ღვინის რეალიზაცია იმიტომ, რომ მომხმარებელი კიდევ უფრო მეტი გაჩნდა. ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან საინტერესო წელი იყო, რამაც მოგვცა მეღვინეებსაც და მევენახეებსაც, კიდევ უფრო მეტი ფიქრის საშუალება, ასევე მომავლის კარგად დაგეგმვის საშუალება.

ამიტომ ვფიქრობ, რომ პანდემია მეღვინეობის კუთხით არ იყო ძალიან შემაფერხებელი და ისეთი მტკივნეული, როგორც სხვა სექტორისთვის.

-მესმის, რომ თქვენ არ ხართ ბიზნესი, რომელიც სახელმწიფოსგან რაიმე განსაკუთრებულ დახმარებას ითხოვს. ან რაღაც ა.შ. ზოგადად სექტორზე რომ ვისაუბროთ, რა სჭირდება დღეს ყველაზე მეტად ქართველ მეღვინეს და ფერმერს. რა მიმართულებების განვითარებაა საჭირო, რომელშიც როგორც სახელმწიფომ, ასევე კერძო სექტორმაც შეასრულოს გარკვეული როლი?

რეალურად ჩვენი ქვეყნის  მეღვინეობის უდიდესი კულტურა ძალიან მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა. ამასთან ეს არაა მხოლოდ კულტურის და ყოველდღიური ყოფის ნაწილი. პირველ რიგში უშუალოდ ჩვენი ვალია, რომ მეტი ინოვაციის და განათლების მიღება იყოს ამ სფეროში შესაძლებელი, იმიტომ რომ ახლა გვიდგას უდიდესი გამოწვევა, რომ ცნობადობასთან ერთად ხარისხითაც დავიცვათ ჩვენი ბაზარი და ჩვენი ნიშობრივი სეგმენტი.

ამასთან ერთად არსებობს ძალიან კარგი ხელშეწყობა, ტრაქტორებით და სხვა ტექნიკით აღჭურვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო ტიპის მევენახეებით. თუ გაქვს ვენახი და არ გაქვს შესაბამისი ტრაქტორი, ხელით მუშაობით ბევრს ვერ შეძლებ, იმიტომ რომ მევენახეობა არის დარგი, რომელსაც ბევრი და სწრაფი მუშაობა სჭირდება.

ამასთან ეს აღჭურვილობა გახლავთ ცოდნა, რაც ჩვენს სფეროს ძალიან სჭირდება და რაც ჩვენს სფეროს ძალიან წინ წასწევს მომავალში.

-ძალიან მნიშვნელოვანი რამ ახსენე. ცოდნა და განათლება, რაც ჩვენი სოფლის მეურეობის მთლიანი პრობლემაა. ახალი ტექნოლოგიების დაგეგმვა ისეთი ტემპით არ ხდება, როგორსაც ვისურვებდით. რომელიც კიდევ უფრო შეუწყობდა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებს ხელს, რომ უფრო სწრაფად განვითარდნენ. მით უფრო  ქართული ღვინის ისტორია როცა არსებობს, მხოლოდ ამ ისტორიაზე არ ვიყოთ დამოკიდებული, თუნდაც ლეგენდებზე, რომ ჩენი ქართული ღვინო ყველას სჯობია და რეალურად დავანახოთ ხარისხი, რადგან შეიძლება, ერთი ან ორი წლის შემდეგ, თუ ხარისხი არ ვაჩვენეთ, ჩვენი ღვინის მომხმარებლებს, ისინი სხვა ქვეყნის ღვინოებთან „გვიღალატებენ“.

ნამდვილად გეთანხმებით და ზუსტად ცოდნის საკითხი არის  ამ კერძო სექტორის პირდაპირი მოვალეობა და საჭიროება. არსებობს უამრავი საინტერესო კოლეჯი, სადაც დასაქმებული შედის მევენახეობაში,მეღვინეობაში და დასაქმებული შეგიძლია, გადაამზადო. რაც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მცირე დროში ისინიც და ჩვენც ვიღებთ ძალიან საჭირო და კონცენტრირებულ განათლებას. ეს არის დარგის პირდაპირი მოვალეობა.

ჩვენც როგორც მედია, კონკრეტულად გადაცემა ბიზნესკურიერი შეეცდება, რომ მაქსიმალურად დაგითმოთ ეთერი, წარმატებულ მცირე და საშუალეო ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ თქვენი წარმატების ან თუნდაც პრობლემებისა და ოგამოწვევების შესახებ ღია ეთერში ისაუბროთ და უფრო მეტ ადამიანს გააგებინოთ ამის შესახებ.