LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკონომიკურ კრიზისებს არ აქვს ერთჯერადი ეფექტი და სამწუხაროდ, არც ჯადოსნური ჯოხი არსებობს / მეხუთე ტალღის ეკონომიკური გამოწვევები / „ბიზნესკურიერის“ პოდკასტი

კორონავირუსის შემთხვევების მატებას როცა ვაკვირდებით, რამდენიმე თემაზე გვეფიქრება, ეს არის პირველ რიგში ჩვენი ახლობლების და ჩვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა და შემდეგ უკვე ქვეყნის ეკონომიკა.

პანდემიამ საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზარალა. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ის, ზარალიც უფრო მეტი იქნება.

ახლა შემთხვევების მატება ისევ დაიწყო, ბოლო ორ დღეში ვირუსით ინფიცირების 10 000 და გარდაცვალების 78 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ ფონზე კი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 31%-ია აცრილი სრულად.

თავისთავად ჩნდება ახალი შეზღუდვების მოლოდინი, დღეს საკოორდინაციო სხდომის შემდეგ გაჟღერდა, რომ გარკვეული რეგულაციების მომხრეები არიან. თუმცა ჯერჯერობით ამ რეგულაციებზე არ საუბრობენ. მაგრამ ეს მოლოდინი, როგორც კი შემთხვევების მატება იწყება, ჩნდება.  განსაკუთრებით მძიმე შეზღუდვები, მძიმე ბიზნესისთვის იქნება. იმისთვის,  რომ ისევ არ ჩაგვკეტონ, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს აცრილი, თუმცა აცრების ბოლოდროინდელი ტემპი ოპტიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს.

როგორ აფასებენ სპეციალისტები ქართული ეკონომიკის გამოწვევას, რასაც ამ ეტაპზე კოვიდის მეხუთე ტალღა ჰქვია?

ამ თემაზე ჩვენ კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანს, სოსო ბერიკაშვილს ვესაუბრებით.

 

გაქვთ თუ არა შეზღუდვების მოლოდინი?

რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ შეზღუდვები გარდაუვალია. სამწუხაროდ ჩვენთან ისეთი პრაქტიკა დამკვიდრდა, რომ შეზღუდნვები პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ხორციელდება. სავარაუდოდ არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, შეზღუდვები იქნება, იმიტომ რომ მოცემულება გვაქვს ისეთი, რომ შეზღუდვები დღესაც უნდა იყოს. ინფიცირება მზარდია, და უახლოეს მომავალში აქედან გამოსავალი არ ჩანს. ვაქცინაცია პრაქტიკულად გაჩერებულია.

როდესაც შეზღუდვებზე ვსაუბრობთ, პოლიტიკური კონიუნქტურა ყოველთვის იყო გათვალისწინებული „ქართული ოცნების“ მთავრობის გათვალისწინებით, შარშან არჩევნების გამო აჭარა არ ჩაიკეტა დროულად. რეგულაციებიც არ დაწესდა, სანამ მეორე ტურებიც არ მოილია.

ახლაც, პრინციპში ჩვენ ვხედავთ რომ ვაქცინაციის კუთხით რბილი ძალის გამოყენებას და შეზღუდვების მიმართულებითაც მთავროლბა ნაბიჯების გადადგმას სამწუხაროდ აგვიანებს. ამის ბრალი სამწუხაროდ არის ის, რომ არჩევნების მეორე ტურია წინ. ეს თავისთავად დიდი გამოწვევაა პოლიტიკურადაც და შემდეგ უკლე ეს დიდ გამოწვევად იქცევა ეკონომიკურადაც.

რადგან შემთხვევების რაოდენობა პოლიტიკურ დღის წესრიგზე დამოკიდებული არაა. 

გამოსავალი ისედაც არ არსებობს, არ მოუგონიათ ეპიდემიის დამარცხების სხვა გამოსავალი გარდა ვაქცინაციისა და აქ თავიდანვე ყველაფერი არასწორად კეთდებოდა.

უნდა ყოფილიყო აქტიური ვაქცინაციის კამპანია. მანამ სანამ ეს ვაქცინები შექმნილი იქნებოდა. რაზე ვსაუბრობთ? პრემიერმინისტრი სექტემბერში აიცრა, მას შემდეგ რაც ხალხმრავალ შეკრებაზე ნახეს.

თვითონაც არ არიან სამაგალითოები და მორალურად მართლები არ არიან, რომ სხვებს მოუწოდონ, დაიცვან რეგულაციები და აიცრან. რასაკვირველია, ეს დაგვიანებები მოგვიანებით აისახება სიცოცხლეზე. ჩვენ თითქოს ყველა შევეგუეთ. სამწუხაროდ კოვიდით გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. იმიტომ რომ ინფიცირების მაჩვენებელი იმატებს. მერე ჩაკეტვები და შეზღუდვები ეკონომიკაზე ძალიან მძიმედ აისახება.

ჩაკეტვების გარეშეც მძიმედ აისახება ამდენი ინფიცირებული. სახელმწიფო რეგულირების გარეშეც ვერ ახერხებენ საკუთარი სამუშაოს სრულყოფილად შესრულებას და ეს ყველაფერი პრობლემაა.

პლიუს, რასაკვირველია, ხარჯია ამდენი პაციენტის მოვლა. ბევრად კარგი იქნებოდა, ეს ხარჯები ვაქცინაციაზე მიგვემართა, თუნდაც ვაქცინების მხარდამჭერ კამპანიებზე.

ეს ლატარიის კამპანია, მე როგორც ვაკვირდები, ეფენქტიანი არაა.

ღარიბაშვილი ამბობდა, რომ ხალხმა ფული აიღო და რატომ არაა ეფექტურიო, მაგრამ ვინ აიცრა ლატარიის ხათრით, ასეთი ადამიანის პოვნა ალბათ გაგვიჭირდება.

აქ მიზანი ფულის აღება კი არ არის, მიზანი უნდა იყოს ვაქცინაციის ტემპის ზრდა.

რიცხვებში რთულია პროგნოზის გაკეთება იმ ეკონომიკური ზიანის შესახებ, რაც შეიძლება, ეკონომიკას მიადგეს კიდევ ერთი ლოკდაუნის გამო, მაგრამ დაახლოებით თუ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რა მიმართულებით შეიძლება იყოს ეს შეზღუდვები და რა ზიანი შეიძლება ამან მოუტანოს ქვეყანას.

მოელიან, რომ იქნება ორნიშნა რიცხვით ზრდა, მაგრამ ეს ალბათ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, თუ იქნება შეზღუდვები. 

რომც იყოს ორნიშნა რიცხვთან მიახლოებული ეკონომოიკური მაჩვენებლის ზრდა, ეს არ ასახავს კარგად ჩვენი ეკონომიკის რეალურ მდგომარეობას.

რა თქმა უნდა, თუ შეზღუდვები იქნება, შესაბამისად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იკლებს. რამდენით ამის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. მისი დათვლა შეგვიძლია უფრო პოსტფაქტუმ, იმიტომ რომ ბევრ რამეზე ვართ დამოკიდებული და არ ვიცით, როგორ წავა ეს პროცესი და არ ვიცით, რა შეზღუდვებს დააწესებს ხელისუფლება. ამ შეზღუდვებში ისინი არ არიან თანმიმდევრულები. არ ვიცით, რაზე დაყრდნობით აკეთებენ ამ შეზღუდვებს. შესაბამისად პროგნოზის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია.

რასაკვირველია, ლოკდაუნი და ჩაკეტვა თუ იქნება, ეს ხელს შეუშლის ეკონომიკურ პროცესებს ყველა მიმართულებით.

„ქართულ ოცნებაში“ თითქოს აზრი ორადაა გაყოფილი. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დალვით სერგეენკო ამბობს, რომ არ არის გამორტიცხული რომ სელექციური შეზღუდვები იყოს. ანუ იყოს შეზღუდვები არავაქცინირებულებისთვის.

ნათია თურნავა ამბობს, რომ იმ მოდელზერ, რომელზეც წავიდა ჩვენი ქვეყანა, რომ მოლებში და რესტორნებში არ უშვებენ არავაქცინირებულებს და ვისაც არ აქვს პისიარტესტის პასუხი, ამ გზით ჩვენ ვერ წავალთო.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას დასჭირდება  რბილი ძალის გამოყენება, რომ არააცრილებს მინიმუმ დისკომფორტი შეექმნათ, რომ ცოტათი ვაიძულოთ ვაქცინაცია?

ხელისუფლება შეიძლება, თამაშობს კარგი და ცუდი პოლიციელის თამაშს და მერე ხალხის რეაქციას აკვირდება. ჩემი პოზიცია არის, რომ გარკვეული იძულება უნდა მოხდეს და ვაქცინაციის პროცესის ფორსირება უნდა მოხდეს.

რასაკვირველია, ეს ნიშნავს, რომ მათ გარკვეული შეზღუდვები დაუწესდებათ და გარკვეული უფლებები შეეზღუდებათ, მაგრამ სასწორის მეორე პინაზე დგას, ადამიანების სიცოცხლე.

ანტივაქსერებმა არ იციან, რომ თავისი აუცრელობით არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ სხვების სიცოცხლესაც უქმნიან საფრთხეს. ამიტომ ხელისუფლება ვალდებულია, მოიქცეს ადეკვატურად, ეს საქციელი არაპოპულარული რომც იყოს, მაინც.

ამ გზით მიდის განვითარებული სამყარო. ვიცით გაცილებით უფრო ლიბერალური ქვეყნები, ვიდრე ჩვენი ქვეყანა არის, ვინც ასე მოიქცა.

პრობლემა ალბათ იმაშიც არის, რომ ამ  ნაბიჯების გადადგმა გვიანდება პოლიტიკური მიზეზებით. 

პრობლემა იმაშია, რომ რადიკალური  ნაბიჯების გადადგმისთვის, მათ პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევთ. ეს ნაბიჯები არაპოპულარული იქნება, იმიტომ რომ უმრავლესობა სხვა აზრზე არის, ისინი ამ ნაბიჯზე ვერ მიდიან და შეგვიძლია, პირდაპირ ვთქვათ, რომ ამისთვის ისინი ადამიანების სიცოცხლეს სწირავენ.

რომ დავთვალოთ თვითოეული დღის ფიქრი, რომელიმე ნაბიჯი გადაიდგას თუ არა, რამდენი მსხვერპლი მოჰყვება, მგონი აფხაზეთში არ დაგვიკარტგავს იმდენი ადამიანი, რაც ამ წელიწადნახევარში დავკარგეთ კორონანვირუსის გამო.

ხელისუფლება ამას უნდა აცნობიერებდეს. ხელისუფლება იმიტომ არის, რომ მხოლოდ პოპულარულ ნაბიჯებს ის ვერ გადადგამს.

ამის შედეგი იქნება ის, რომ ჩვენ არამხოლოდ ადამიანთა მსხვერპლს ავირიდებთ, არამედ ეკონომიკასაც დამატებით პრობლემებს არ შევუქმნით. 

რასაკვირველია, ეს ყველაფერი ეკონომიკაზეც აისახება და ადამიანებზეც. მათი ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება, იმიტომ რომ ასეთ არაპროგნოზირებად რეჟიმში გვიწევს ცხოვრება.

ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება, ღარიბ ქვეყანაში და ღარიბი მოსახლეობის პირობებში, შეიძლება აისახოს მათ სიცოცხლეზეც. ყოველ შემთხვევაში მათ კეთილდღეობაზე ნამდვილად აისახება და პრობლემა არის ესეც და რასაკვირველია, ხელისუფლება ამაზე უნდა ფიქრობდეს.

აღსანიშნავია, ზოგადად ეკონომიკურ რეცესიებს და კრიზისებს არ აქვთ ერთჯერადი ეფექტი. იყო კრიზისი და მორჩა, კარგად ვართ, სამწუხაროდ ასე არ ხდება და არც ჯადოსნური ჯოხი არსებობს, რომ ეს უცებ გამოვასწოროთ, სამ’წუხაროდ პრობლემა არის ის, რომ მოსახლეობის უმეტესობა იმას რომ 2020 წელს ჩვენ ეკონომიკური ვარდნა გვქონდა, ამას ნელნელა და კიდევ უფრო იგრძნობს.

 

არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, სავარაუდოდ, ახალი შეზღუდვები იქნება და ისევ დაიკლებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი – სოსო ბერიკაშვილი