LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებელი გავლენას ახდენს შემომსვლელ ტურისტებზე – რა მოლოდინი აქვს ტურიზმის სექტორს / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

ტურიზმი საქართველოს ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი დარგია. შარშანდელი ჩავარდნილი წლის შემდეგ, 2021 წლიდან თითქოს პულსაცია გაჩნდა, თუმცა პრობლემა კვლავაც უამრავია: დაუსრულებელი პანდემია, ვაქცინაციის დაბალი ტემპი  და კოვიდით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი, რაც ტურიზმის სექტორს მნიშვნელოვნად აზიანებს. ზოგიერთმა ქვეყანამ წითელ ზონაშიც შეგვიყვანა. რა მდგომარეობაა დღეს ინდუსტრიაში, ამ თემაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე – ნატალია კვაჭანტირაძე.

რა რიცხვები გვაქვს ტურიზმის ინდუსტრიაში, როგორია სტატისტიკა. 

ზაფხულის პერიოდიდან მოყოლებული  ტურიზმის მაჩვენებლების გაუმჯობესება მოხდა. რა თქმა უნდა, იმ ძველ ნიშნულს, რაც პანდემიამდე არსებობდა, არ უტოლდება, მაგრამ 20- 30 %-იანი მაჩვენებლის ზრდაც არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენ შევძლოთ და დავძლიოთ ის გამოწვევები, რაც ზოგადად სეზონებიდან გამომდინარე არსებობს და მაქსიმალურად გავზარდოთ გარკვეული ნაბიჯების გადადგმის შემდეგ ის ზღვრული მაჩვენებელი და გავაუმჯობესოთ, რაც თუნდაც ამ ზაფხულში გვქონდა.  წინ არის ზამთრის სეზონი და სტატისტიკური მაჩვენებლები გარკვეულწილად შეიცვლება, თუკი ისევ არ ჩაიკეტა ქვეყანა.

ქვეყნისა და საზღვრების ჩაკეტვაზე საუბარი  ჯერ ნაადრევია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ინფიცირების  გაზრდილი მაჩვენებელი  გავლენას ახდენს  შემომსვლელ ტურისტებზე. 

რა თქმა უნდა, ქვეყანა რომელიც წითელ ზონად მოიხსენიება, არ არის სახარბიელო ტურისზმის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, კოვიდიანობის მაჩვენებლის არ გაზრდა, გამომდინარე იქიდან, რომ პირდაპირი წესით  მაჩვენებლები ასახვას ჰპოვებს ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებებზე და არამარტო ტურიზმზე.

ტურიზმის სექტორს აქვს მცდელობები, რომ ჩვენს მიმდებარე ბიზნესებში მაქსიმალური პოპულარიზაცია და აგიტაცია გავწიოთ ვაქცინაციის მისამართით, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის წინაპირობა, რაც დაუშვა ევროპის ბევრმა ქვეყანამ, ამერიკამ და დღეს ევროპაში შიდაგადაადგილება ჩვეულებრივ დაშვებულია, სადაც 70-75 პროცენტი ვაქცინირებული მოსახლეობა ჰყავთ და შესაბამისად, შიდაგადაადგილებისთვის ტურისტული თვალსაზრისით  მოგზაურობა შეიძლება.

თავისთავად ეს ზრდის ტურისტულ მაჩვენებლებს, ზრდის შემოსავლებს და რა თქმა უნდა, სოციალური ფონი გაცილებით უფრო უმჯობესდება.

ჩვენ როდესაც ტურიზმზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ  საქართველო ყველაზე მეტად პანდემიით იმიტომ დაზარალდა, რომ ტურიზმი მისი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი დარგია. 

ალბათ 2019 წლის მაჩვენებელს 30 %-ით თუ გავიმეორებთ, ფინანსური  შემოსულობების თვალსაზრისით გასულ წელზე რომ ვისაუბროთ, ალბათ ბიზნესში დარჩა ბევრი სხვა ტიპის ვალდებულები, რომელიც აქვს კონკრეტულ კომპანიებსა თუ სასტუმროებს, იგივე მასპინძლობის ბიზნესში. გრძელდება საშეღავათო პერიოდები, ხომ არ ითხოვთ თქვენ სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობას ან რაიმე ტიპის დამხმარებას?

შარშან გაცილებით რთულ სიტუაციაში იმყოფებოდა ბიზნესი, როცა მოხდა სრული ლოკდაუნი. ლოკდაუნიდან გამომდინარე თავისთავად ბიზნესებს არ ჰქონდათ შემოსავლები, რამაც გამოიწვია თანამშრომლების გაშვება სამსახურიდან. თავისთავად ძალიან რთულ პირობებში აღმოჩნდა ბიზნესი.

ჩვენ, როგორც ასოციაცია, წარმოვადგენთ კერძო კომპანიების ორგანიზაციას, რომლის წევრებიც დაკომპლექტებული არიან ბიზნესებიდან გამომდინარე და აქვთ პრობლემა, შეინარჩუნონ დღეს არსებული თანამშრომლების რაოდენობა, შეინარჩუნონ ბიზნესები და. ა.შ.

ჩვენი ასოციაციის წრეში არ მომხდარა ბიზნესის დახურვა, მაგრამ კერძო სექტორს წარმოვადგენთ სრულიად და  ვიცით, რომ ბევრი ბიზნესი დაიხურა. 

წელს, ტურისტების მატების კუთხით, უკეთესი მდგომარეობა გვაქვს.

თავისთავად ეს მატება აისახა იმაზე, რომ სასტუმროები დატვირთული იყო, კვების ობიექტები, ტურისტული კომპანიების შემოსავლებიც უფრო გაუმჯობესდა, მაგრამ ეს არაა ის მიღწევადობა, რაც სურს ბიზნესს, რომ ჰქონდეს წლის მანძილზე და ჩვენ, როგორც ტურიზმის ასოციაცია გავაგრძელებთ კომუნიკაციას თუ რა ხელჩასაჭიდი კომუნიკაცია შეიძლება არსებობდეს სახელმწიფოს მხრიდანაც, რომ ჩვენ შევძლოთ მაქსიმალური კომუნიკაცია მხარდაჭერისა და ხელშეწყობის ნაწილში.

მთავარი ისაა, რომ თუ დავუშვათ, რომ  მაქსიმალურად სახელმწიფო ეცდება, რომ არ მოხდეს საზღვრების ჩაკეტვა და არ მოხდეს სრული დახურვები. ეს გარკვეულწილად გაზრდის შიდამობილობას, რეგიონებში გადაადგილებას და მოგეხსენებათ, ადგილობრივი ტურიზმი განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდა.

ამან განსაკუთრებით რეგიონები გამოაცოცხლა. 2020 თბილისისი სასტუმროები ტურისტს საერთოდ ვერ ღებულობდა და ამ დროს გააქტიურებული იყო რეგიონების მაღალი კლასის სასტუმროები და ეს იყო დაშვება იმ  პრეცენდენტისა, რომ ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. იმისათვის, რომ თვითონ ადგილობრივმა ტურისტმა და ვიზიტორმა ქვეყნის შინგნით დახარჯოს თანხები და არ მოხდეს ამ მიმართულებით თანხების გადინება.

გავეცანი მონაცემებს და ისრაელი გააქტიურდება კიდევ ერთხელ, რაღაც პერიოდი მათ წითელ ზონაში ვყავდით. ახლა მოსალოდნელია, რომ ისრაელიდანაც გაიზრდება ტურისტული ნაკადი…

ისრაელის ბაზარი და ზოგადად ისრაელის მიმართულება არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის.

რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ინგლისმაც მოხსნა წითელი ქვეყნის ზონიდან ჩვენი ქვეყანა. ტურიზმი არის ის დარგი, რომელსაც უამრავი მომიჯნავე ბიზნესი ახლავს თან.  გვჭირდება მაქსიმალურად განვავითაროდ დარგი, იმისთვის, რომ ტურიზმთან პირდაპირი და არაპირდაპირი წესით დაკავშირებული ბიზნესები წარმატებული იყოს და მათი შემოსავლების ზრდაც მაქსიმალურად მოხდეს უახლოესი პერიოდებიდან.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი აკეთებს პროგნოზს, რომ 2023 წლისთვის  საქართველო დაუბრუნდება ტურიზმის დონით 2019 წლის მაჩვენებელს.

იმედი ვიქონიოთ, რომ ეს პროგნოზი უფრო პესიმისტურია და ჩვენ მანამდეც დავუბრუნდეთ 2019 წლის მაჩვენებელს. 

თუმცა განგრძობითი პანმდემია, გაურკვევლობა და ვაქცინაციის დაბალი ტემპი თავისთავად უარყოფითად მოქმედებს ზოგადად განვითარებაზე და განსაკუთრებით ტურიზმის სექტორზე.