საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვპირდებით, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ მეორე ტურს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მეორე ტური შედგება, „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს.
„რაც შეეხება ჩვენს კანდიდატებს თბილისსა და სხვა მუნიციპალიტეტებში, სამი შემთხვევაა, სადაც ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა, თუმცა ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ მეორე ტურში აუცილებლად მოვიგებთ. სხვა შემთხვევებში, როგორც თბილისში, ასევე სხვა მუნიციპალიტეტებში ჩვენს კანდიდატებსა და ოპოზიციის კანდიდატებს შორის დიდი სხვაობაა. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვპირდებით, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ მეორე ტურს. ჩვენ საზოგადოებას დავპირდით, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებდა ამ არჩევნებს და თქვენი პოლიტიკური პარტია („ნაციონალური მოძრაობა“) დამაჯერებლად წააგებდა, შესაბამისად, ძალიან მძიმედ წააგეთ ეს არჩევნები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებით საწყენია ის ფაქტი, რომ თბილისში, სავარაუდოდ მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო.
„ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რა თქმა უნდა, რომ მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა თბილისშიც, თუმცა ბუნებრივია ეჭვი არავის გვეპარება, რომ კახა კალაძე საბოლოოდ მოიგებს ამ არჩევნებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კახა კალაძეს ეყოლება მყარი უმრავლესობა თბილისის საკრებულოში მომდევნო 4 წლის განმავლობაში,” – განაცხადა პარტისს თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
კობახიძე: ჩვენთვის განსაკუთრებით საწყენია, რომ თბილისში მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო
ცესკომ პირველადი ტესტი ვერ ჩააბარა: ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე
