დღეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
ბათუმის „შერატონში“ მისვლისას, სადაც დღის განმავლობაში საერთაშორისო კონფერენციაც უნდა გაიმართოს, პრემიერი ჟურნალისტებთან კომენტარის გასაკეთებლად არ გაჩერებულა, თუმცა მედიის წარმომადგენლებმა მას მიმართეს კითხვით, როდის აპირებდა დაკავებული თანამდებობის დატოვებას და პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომას.
“როდის გადადგებით?”
“თქვენს მიმართ სხვა კითხვა არ გვაქვს, ბატონო ირაკლი…” – ჟურნალისტების ერთადერთი შეკითხვა პრემიერ-მინისტრმა უპასუხოდ დატოვა.
ევროსაბჭოს პრერზიდენტი შარლ მიშელი პრემიერთან შეხვედრამდე საქართველოს პრეზიდენტსა და ქართული ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს შეხვდა.
