“თბილისის მერიამ ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფინანსური დახმარება გაუწია,”- ინფორმაციას ამის შესახებ უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, „ომის ვეტერანთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, თბილისში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 600 ლარი, ხოლო ამ ომში მარჩენალდაკარგულ პირებს – 300 ლარი გადაურიცხა.
9 მაისთან დაკავშირებით, მატერიალური დახმარება მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 115-მა ვეტერანმა და ამ ომში მარჩენალდაკარგულმა 52-მა პირმა მიიღო.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4–11 მაისი უქმეებად არის გამოცხადებული, რის გამოც, მიმდინარე წელს, ვეტერანთა საპენსიო ბარათზე თანხა დაგეგმილზე ადრე გადაირიცხა.
