LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tressel Academy Georgia სასტუმრო მენეჯმენტის სამთვიან სასერტიფიკატო ტრენინგს იწყებს და კურსდამთავრებულებს სექტორში დასაქმებას სთავაზობს

2022 წლის 3 ოქტომბერს, საგანმანათლებლო ცენტრი „Tressel Academy Georgia/TAG“ აახლებს სამთვიან სასწავლო კურსს „სასტუმროს მენეჯმენტი’’ სამთვიანი კურსი, პრაქტიკული ნაწილით – სტუმარმასპინძლობის ბიზნესში. კურსი გათვლილია სასტუმროს მართვის და შიდა ორგანიზაციული რგოლის ინდივიდუალური სტრუქტურით დაინტერესებულთათვის – დასაქმების პერსპექტივით.

Tressel Academy Georgia/TAG- სასტუმროს მენეჯმენტის კურსის ფარგლებში შესაძლებელია 9 მოდულის შესწავლა, კერძოდ: დაჯავშნა და მიღება-განთავსება, ადამიანური რესურსების მართვა სასტუმროში, ონლაინ არხების მართვა, სასტუმროს უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მარკეტინგის სტრატეგიები ჰორეკას ინდუსტრიაში, ღონისძიებების მართვა სასტუმროს ბიზნესში, კვებისა და სასმელების ოპერირება, დასუფთავების სერვისის ოპერირება, გაყიდვების ეფექტური გზები სასტუმროს ინდუსტრიაში.

„ტრენინგ – კურსის დაწყება განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა:

ტურიზმი, ქვეყნის მნიშვნელოვანი ეკონომიკური საყრდენია, შესაბამისად კრიტიკულად მნიშვნელოვანია გავცეთ სწორი ცოდნა და მივიღოთ მომსახურების მაღალი ხარისხი დარგში.

ასევე დღევანდელი რეალობაა ადამიანური რესურსის დანაკლისი, ამიტომ ჩვენ უზრუნველვყოფთ გამოუცდელ, მაგრამ დაინტერესებულ ადამიანებს ვასწავლოთ და შემდეგ ინდივიდუალური გასაუბრებების საფუძველზე დავასაქმოთ. ასევე, სფეროში დამსაქმებლებს ვუქმნით კომფორტს თეორიული და პრაქტიკული კურსით გამდიდრებული ადამიანური რესურსი დაასაქმონ.

კურსის ღირებულებიდან გათავისუფლდება ყველა ის ადამიანი, ვინც დაინტერესდება დასაქმდეს ჩვენს პარტნიორ სასტუმროებში მინიმუმ ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულებით.  კანდიდატები შეირჩევიან მხოლოდ დამატებითი გასაუბრების საფუძველზე.

მონაწილეებისათვის გვაქვს საქმიანი წინადადებები, როგორც თბილისში 3, 4 და 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში, ისე რეგიონებში. ჩვენი პროფესიონალი ლექტორები გააზიარებენ როგორც საერთაშორისო სტანდარტების მომსახურების თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ რჩევა გამოცდილებას. – Tressel Academy Georgia/Tag“-ის დირექტორი, თინათინ კუბლაშვილი.

კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი.

პროექტის მხარდამჭერია სასტუმრო მენეჯმენტ კომპანია KA Group, რომელიც ასევე უზრუნველყოფს მონაწილეთა დასაქმებას მათი მენეჯმენტის ქვეშ არსებული სასტუმროებში.