ორსულის მთავარი საზრუნავი შვილის ჯანმრთელობაა, ამიტომ ბუნებრივია იგი ცდილობს აკონტროლოს საკუთარი ცხოვრების წესი, ვინაიდან ამ პერიოდში ბევრ რამეს შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფზე. სიფრთხილე საჭიროა კოსმეტიკური საშუალებების მიმართაც. ორსულმა არ უნდა გამოიყენოს კოსმეტიკა, რომელიც ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს და ნაყოფისთვის ზიანის მიყენება შეუძლია. კოსმეტიკას, რომელიც სრულიად უვნებელია არაორსული ქალისთვის, ორსულობისას ხშირად არასასურველი გვერდითი ეფექტები აქვს, მაგრამ ისინი ვლინდება მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში. ამ ეფექტებს ჩვენ მაშინვე ვერ ვამჩნევთ და ვაგრძელებთ კოსმეტიკის გამოყენებას, რამაც შესაძლოა შეაფერხოს ბავშვის განვითარება და დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზადაც იქცეს.
რეტინოიდები ასაკის საწინააღმდეგო და დამატენიანებელი კრემების შემადგენლობაში შედის. ისინი ფაქტობრივად ვიტამინების წინამორბედია., რომლებიც ხელს უწყობს უჯრედების ზრდასა და რეგენერაციას. ამ ნივთიერებათა შემცველი კანის მოვლის საშუალებები მომავალი ბავშვის ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას. სახის კანისთვის განკუთვნილი ნიღბების საკვანძო კომპონენტია სოია, რომელსაც კანის პრობლემების გააქტიურება შეუძლია, ამიტომ ორსულმა ქალებმა თავი უნდა აარიდონ სოიას შემცველი კოსმეტიკის გამოყენებას.
კოსმეტიკურ საშუალებათა წარმოებისას პარაბენს კონსერვანტად იყენებენ. ის კოსმეტიკას ბაქტერიებისა და სოკოებისგან იცავს. ორსულობისას პარაბენიანი საშუალებების გამოყენება არცთუ უსაფრთხოა, რადგან ეს ნივთიერება არღვევს სასქესო ჰორმონების ცვლას. ფრჩხილის მოვლისას ხშირად იყენებენ სპირტის შემცველ საშუალებებს. ფრჩხილიდან ლაქის მოსაშორებლად გამოიყენება აცეტონისა და ეთანოლის შემცველი სითხე, რომელიც ადვილად ორთქლდება, ორთქლს კი ადამიანი ჩაისუნთქავს. ქალისთვის ის უსაფრთხოა, მაგრამ მავნებელია ნაყოფისთვის. ამიტომ ფრჩხილს უნდა მოვუაროთ კარგად განიავებულ ოთახში დოლბანდის ნიღბით, ან უარი ვთქვათ ორსულობისას ლაქის გამოყენებაზე.
თმის შეღებვა გულისხმობს მის დამუშავებას ქიმიური რეაქტივებით, რომლებმაც შესაძლოა ავნოს ნაყოფს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, როდესაც პატარას ორგანოები ფორმირდება. სპეციალისტები ორსულობისას თმის შეღებვას არ გვიკრძალავენ, მაგრამ თავის შეკავების საფუძველი არსებობს თმის საღებავის შემადგენლობაში შემავალი შემავალმა ნივთიერებებმა შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს ალერგიულ რეაქციას. ეს ნივთიერებები ორგანიზმში კანიდან და სასუნთქი გზებიდან აღწევს. მავნებელია ამიაკის ორთქლის შესუნთქვა, რომელსაც მრავალი საღებავი შეიცავს. ეს საყოველთაოდ არის ცნობილი, ამიტომ მწარმოებლები უშვებენ ისეთ პროდუქციას, რომლის შემადგენლობაშიც არ შედის ამიაკი. თუმცა ამიაკის შემცვლელები, შეიძლება არანაკლებ ტოქსიკური აღმოჩნდეს.
