ახალდაწურული ხილისა და ბოსტნეულის წვენი ადამიანისთვის საჭირო ყველა ამინომჟავას, მინერალურ მარილს, ფერმენტსა თუ ვიტამინს შეიცავს და მათი წყალობით აღდგება და მაღლდება იმუნიტეტი და ორგანიზმის საერთო მდგომარეობაც უმჯობესდება. ყოველდღიურად ცოცხალი ხილის წვენის დალევა და ყავის, ჩაის და ტკბილი გაზიანი სასმლის აი ამ ვიტამინებით ჩანაცვლება რაციონალური გამოსავალი და ჭკვიანური გადაწყვეტილებაა.
ყოველდღიური ვიტამინების დანამატის მიღების შედეგი ძალიან მალე ჩანს. ცოტა ხანში სახის ფერი გაუმჯობესდება, გაქრება ქრონიკული დაღლილობის სიმპტომები და განწყობაც უკეთესობისკენ შეიცვლება. ცოცხალი წვენის მოსამზადებლად მხოლოდ ახალ ხილს იყენებენ. მაცოცხლებელ სასმელს მაშინვე სვამენ, სანამ სასარგებლო თვისებები არ დაიკარგება (გაწურვიდან 10-20 წუთის მანძილზე). მათ, ვინც ცდილობს, ჯანმრთელობას და გარეგნობას ყურადღებით მოეპყრონ, შეუძლიათ რეგულარულად, კვირაში ერთხელ განტვირთვის დღე მოიწყონ ყველანაირი კერძისა და საკვების ნატურალური წვენის ჩანაცვლებით. დღეში ლიტრ-ნახევარი ნებისმიერი ახალდაწურული წვენი უნდა მიიღოთ, სასურველია, გახსნათ იმავე რაოდენობის წყალთან, პროპორციით 1:1-თან. 4 კვირის შემდეგ მხნეობას, ძალების თავმოყრას და მოძრაობის სიმსუბუქეს იგრძნობთ.
ხილის და ბოსტნეულის განურჩევლად, ახალდაწურული წვენი ორგანიზმის გაწმენდას, ტოქსინებისა და ნარჩენების გამოყოფას უწყობს ხელს. ხილსა და ბოსტნეულში ისეთი უჯრედებია, რომლებიც საკვები ნივთიერებებითაა მდიდარი. ახალი წვენი იდეალურად ავსებს თქვენს დღიურ რაციონს ვიტამინებითა და მინერალური მარილებით. ნუ დაგეზარებათ და იმდენი წვენი დალიეთ, რამდენიც მოგინდებათ. წესად მიიღეთ დღეში 1-2 ჭიქა წვენის მიღება. თქვენ ხომ იცით, რომ ეს მარტო გემრიელი კი არა, ძალიან სასარგებლოცაა. საჭმლის მომნელებელი სისტემაც მაინცდამაინც არ ცდება წვენის მონელებაზე.
კომბოსტოს წვენი ბევრ იოდს შეიცავს. სასარგებლოა ჭარბი წონის, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის და გასტრიტის დროს (ამ შემთხვევაში, წვენი უზმოზე უნდა დალიოთ).
ჭარხლის წვენი სისხლში ჰემოგლობინის დონეს ამაღლებს, ებრძვის ზედმეტ კილოგრამებს, ჰიპერტონიას, უძილობას.
სტაფილოს წვენი ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების, ათეროსკლეროზის და დერმატიტის დროს რგებს ადამიანს.
ტომატის წვენი ნოყიერია, თან ცოტა კალორიას შეიცავს. აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს წონაში კლებას, ამაღლებს სასიცოცხლო ტონუსს.
ფორთოხლის წვენი რეკლამას არ საჭიროებს. ენერგიისა და ახალგაზრდობის წყარო C ვიტამინი, რომელიც ხსნის დაღლილობას, ამაგრებს სისხლძარღვებს, ებრძვის ათეროსკლეროზს. კარტოფილის წვენი ორგანიზმის უძლიერესი გამწმენდია. ხოლო კიტრის წვენი განთქმულია იმით, რომ ძლიერი შარდმდენია.
