ჩვენს ორგანიზმში ყოველდღიურად ხვდება უამრავი სახის ტოქსინი, რომელთაც შეიცავს საკვები, ჰაერი და ა.შ. გარემო პირობების შეცვლა რთულია, მაგრამ ორგანიზმის გაწმენდა არა. ლიმონი სახლში ყველას გვაქვს. გთავაზობთ რამდენიმე გზას, თუ როგორ გავთავისუფლდეთ ტოქსინებისგან ყველაზე პოპულარული ციტრუსის საშუალებით.
რასაც საუზმეზე მივირთმევთ, სწორედ ის საკვები განსაზღვრავს მთელი დღის განმავლობაში მეტაბოლიზმის დონეს. თუ გსურთ, რომ მეტაბოლიზმის პროცესი დააჩქაროთ, საუზმეს დაუმატეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი. ლიმონის წვენი თითქმის ნებისმიერ კერძს უფრო გემრიელს ხდის. მოამზადეთ მატონიზირებელი საშუალება. ერთმანეთში აურიეთ 1 ცალი ლიმონის წვენი, ½ ს/კ თაფლი, პილპილი, 1 ს/კ ვაშლის ძმარი და ცოტაოდენი ცივი გამოხდილი წყალი. ნარევი მიიღეთ ყოველ დილით გაღვიძების შემდეგ. თუ კანის ტოქსინებისგან გაწმენდა გსურთ, ერთმანეთს შეურიეთ ლიმონის წვენი და კურკუმა და ნარევი ყოველ დილით უზმოზე მიირთვით.
თბილი ლიმონიანი წყალი იდეალური საშუალებაა საჭმლის მომნელებელი სისტემის გასაუმჯობესებლად და დეტოქსიკაციისთვის. თუ გემო არ მოგწონთ, დაუმატეთ კიტრის ნაჭრები. ლიმონისა და კოჭას ნარევი მაქსიმალურად ეფექტურად წმენდს ორგანიზმს. მიქსტურის მიღება განსაკუთრებით სასარგებლოა ცივ სეზონზე და გრიპის ეპიდემიის პერიოდში. თუ მწვანე ან ბალახი ჩაი გიყვართ, დაუმატეთ მას ლიმონის ნაჭერი, რომელიც ორგანიზმს C ვიტამინით გაამდიდრებს და იმუნიტეტს გაამაგრებს. თუ ახალგაწურული წვენი გიყვართ, დაუმატეთ მას ლიმონის წვენი. ის სასმელს ვიტამინებითა და სასარგებლო მიკრო-უჯრედებით გაამდიდრებს.
დეტოქსიკაციის პროცესის დაჩქარება მრავალ სხვა ხილსა და ბოსტნეულსაც შეუძლია, მაგრამ ლიმონი ყველაზე ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა. ეს პროდუქტი შეიცავს C ვიტამინს, ცელულოზასა და მინერალურ ნივთიერებებს, რომელსაც დეტოქსიკაცია უჯრედულ დონეზე აჰყავს და ორგანიზმი ტონუსში მოჰყავს. ბევრ მცენარეს, სიცხის დამწევ და ოფლმდენ ეფექტთან ერთად სამკურნალო მოქმედებაც აქვს. ლიმონი სამედიცინო პრაქტიკაში ავიტამინოზისა და ცხელებით მიმდინარე დაავადებათა სამკურნალოდაც გამოიყენება. წყალში განზავებული მისი წვენი რეკომენდებულია სავლებად ანგინის დროს. დაშაქრული რბილობი და ქერქი უნდა მიირთვათ ქრონიკული ტონზილიტის, პაროდონტოზისა და რევმატიზმის დროს. ლიმონი უკუნაჩვენებია მათთვის, ვისაც კუჭის მომატებული მჟავიანობა ან კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგია აქვს.
