ილონ მასკის ყოფილი ცოლი, ჯასტინ მასკი, მილიარდერის შესახებ გადაღებულ ახალ, სკანდალურ დოკუმენტურ ფილმში მას ფსიქოლოგიურ ძალადობასა და მანიპულაციაში ამხელს.
დოკუმენტურ ფილმში Musk (მასკი), რომლის პრემიერაც „ვენეციის კინოფესტივალზე“ შედგა, 54 წლის ჯასტინმა აღნიშნა, რომ ტერმინი „გასლაითინგი“ (ფსიქოლოგიური მანიპულაცია) სწორედ ამ ურთიერთობის დროს ისწავლა.
„ის მუდმივად მიმითითებდა იმ ნაკლოვანებებზე, რომლებსაც ჩემში ხედავდა“ – აცხადებს ჯასტინი ექს-ქმარზე ოლექს გიბნის ოთხსაათიან ფილმში. მან მასკის საუბრის მანერა უფროსისა და დაქვემდებარებულის ურთიერთობას შეადარა.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის გახსენებისას, ჯასტინმა აღნიშნა, რომ 2000 წლის იანვარში, ქორწილში ცეკვის დროს, ილონმა მას უთხრა: „ამ ურთიერთობაში ალფა მე ვარ“.
„ამ ფრაზის გატარება ვცადე…ილონის მსჯელობა ჩემსას გადაწონიდა ხოლმე და ის გამუდმებით ჩემს ნაკლოვანებებზე მიმითითებდა“.
მან ასევე ისაუბრა მათი ტრანსგენდერი ქალიშვილის, ვივიენისა და ილონის დაძაბულ ურთიერთობაზე.
ჯასტინის თქმით, ილონს შვილთან ურთიერთობის გამოსწორება „არც კი უცდია“, რადგან ეს „მის ხასიათში არ ზის“, თუმცა ყოფილ ცოლს სთხოვა, ვივიენისთვის გადაეცემა: „მე ის ყოველთვის მეყვარება“.
ყოფილ წყვილს განქორწინებამდე, 2008 წლამდე, ექვსი შვილი შეეძინა: ტყუპები, გრიფინი და ვივიენი, ტრიპლეტი კაი, საქსონი და დამიანი და პირველი შვილი ნევადა, რომელიც 2002 წელს, 10 კვირის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა.
ილონ მასკი მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდა
ილონ მასკმა ყველა დაჩრდილა! – მილიარდერის ახალი ვიდეო ვირუსულად ვრცელდება



