LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის წლებთან ერთად ახალგაზრდავდება“ – 62 წლის ბრედ პიტის უახლესი გამოჩენა

ბრედ პიტი ახალი ფილმის, „ნადირის გულის“ ჩვენების შემდეგ, საზოგადოების წინაშე საოცრად ახალგაზრდული იმიჯით გამოჩნდა.

პირველი კადრები ბრედ პიტის ახალი ფილმიდან „ნადირის გული“

62 წლის მსახიობს ლურჯი „მარჯიელას“ მაისური ეცვა, რომელიც თეთრი საღებავის წვეთებით იყო დაფარული. მის „ლუქს“ ცისფერი შარვალი და პანამა ასრულებდა.

„ის წლებთან ერთად ახალგაზრდავდება“, „მუდამ შეუდარებელია“, „საოცრად ახალგაზრდულია“.

ბრედ პიტი ასახელებს მსახიობ ქალს, რომლითაც ის აღფრთოვანებულია

რაც შეეხება ფილმს, ეს გახლავთ ბრედ პიტისა და დევიდ ეიერის პირველი თანამშრომლობა 2014 წელს გამოსული კინოსურათის, „რისხვის“ შემდეგ.

ფილმი ვეტერანი სპეცრაზმელის, ჯეიმს ბელმონტისა და მისი მებრძოლი ძაღლის, ოდინის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც კატასტროფის შემდეგ ალასკის ველურ ბუნებაში ბედის ანაბარა რჩებიან.

ფილმის მსოფლიო პრემიერა 25 სექტემბერს შედგება.

„შვიდი წელი ფხიზელი ვიყავი, ახლა კი ისევ დავუბრუნდი ალკოჰოლს“ – ბრედ პიტის ვრცელი ინტერვიუ და შოკისმომგვრელი აღიარებები