ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი არასრულწლოვანი ბიჭი დაშავდა, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.
მოზარდები ბათუმის კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ავარია გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა, მსუბუქი ავტომობილი მოპედს შეეჯახა, შემდეგ კი კერძო სახლის ეზოში შევარდა.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. „ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
