LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

166
sastsrafo_w_h

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 27 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ საბათლოში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა სუფრასთან იმყოფებოდა, სახლში დაბრუნებისას კი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და საბათლოში მდებარე მემორიალის კედელს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ერთი გარდაიცვალა, 35 წლის მამაკაცმა კი, რომელიც ავტომობილში იმყოფებოდა მძიმე ტრავმები მიიღო.

ის თავდაპირველად დედოფლისწყაროს კლინიკაში მოათავსეს, თუმცა ჯანმრთელობის სირთულიდან გამომდინარე თბილისში გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები