2024 წელს უმძიმესი ავარიის შედეგად დაშავებული დების, ნიას და თათულის დედა, სოფიო ხარშილაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს და შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს ავრცელებს.
როგორც ცნობილია, გოგონები ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესს გადიან:
„ჩემი სამყარო ხარ რომელიც ხელახლა ავაშენე…
„ისევ ჩვენ და ისევ ჩვენ…“ – წერს სოფიო ხარშილაძე.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა 2024 წლის ოქტომბერში მოხდა – ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდნენ დები – ნიაკო და თათული. გოგონები ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესს გადიან. მიმდინარე წელს სასამართლომ 4.6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით მოზარდებს დაეჯახა და მძიმე დაზიანებები მიაყენა.
