2024 წელს უმძიმესი ავარიის შედეგად დაშავებული დების, ნიას და თათულის დედა სოფიო ხარშილაძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც სოფიო ხარშილაძე წერს, რეაბილიტაციის შედეგად, დღეს, მარიამობის დღესასწაულზე ნიამ დამოუკიდებლად შეძლო ფეხზე დადგომა.
„მარიამობის სასწაული. პირველი დამოუკიდებელი დგომა. ყველაფერს თავისი დრო აქვს“, – წერს სოფიო ხარშილაძე.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა 2024 წლის ოქტომბერში მოხდა – ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდნენ დები – ნიაკო და თათული მძიმედ დაშავდნენ. გოგონები ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესს გადიან. რამდენიმე დღის წინ სასამართლომ 4.6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით მოზარდებს დაეჯახა და მძიმე დაზიანებები მიაყენა.
