მოკლული გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე გადაცემაში „ნოესთან“ ოჯახის დანგრევის შესახებ საჯაროდ პირველად საუბრობს და საზოგადოებას მიზეზს უმხელს.
„ვერ წარმოვიდგენდი, თუ ჩემს წარსულზე ვისაუბრებდი დღეს, მაგრამ ბოლომდე გავხსნი და ამით დაიხურება. ვიტყვი, რატომ დავშორდით მე და მეუღლე ერთმანეთს.
კენჭის გავლა მქონდა, ისეთი მწვავე ტკივილები მქონდა, როგორც სამშობიარო ტკივილებია. იმ ტკივილებმა გამიარა, დილით ჩემი მეუღლეც მოვიდა. მაშინ ექიმმა უთხრა, 6 თვე-ნახევრის ვიყავი, ფეხმძიმობა უნდა შეწყვეტილიყო. თუკი ერთი შვილი გყავთ, რა საჭიროა სასწორზე დადოთ სიცოცხლე, ფეხმძიმობა შევწყვიტოთო. ვერ დამიდგინეს, კენჭის გავლა მქონდა თუ რა.
ამის წინააღმდეგი წავიდა ჩემი ოჯახი. ექიმმა ჩემს მეუღლეს უთხრა, რომ შესაძლოა, ბავშვი რაღაც ფიზიკური ნაკლით დაიბადოსო. არანაირი კვლევა არ გამიკეთებია, ზეპირად.
სწორედ ეს გახდა მიზეზი ჩვენი ოჯახის გათიშვის.
ჩემმა ერთ-ერთმა ძმამ, კოტემ თქვა: ეს ბავშვი დაიბადოს, თუკი ფიზიკური ნაკლით იქნება, მე წავიყვან, ის იქნება კოტე კუპატაძის ძე და მე გავზრდიო. ჩემი ოჯახი ამას ძალიან მკაცრად დახვდა. ასე გაჩნდა გიგა ავალიანი.
ჩვენი ოჯახი გიგას დაბადება-არდაბადებას შეეწირა, ამიტომ ვერ ვსაუბრობდი ამაზე.
მე უდიდესი სიყვარულით მიყვარდა ჩემი მეუღლე“, – ამბობს ეკა კუპატაძე.
