LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ესეც დღეს ვნახე… ანასტასია ბერუაშვილი წყევლის ნია იმნაძეს, ეზიზღება… ანასტასია ამბობს, ვერ დაველოდები რიკაძეს, ეგ რომ ციხიდან გამოვა 27 წლის ვიქნებიო, ნია იმნაძემ მეც დამტოვა მარტო და ეგდოს ახლა ისეო“ – მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე

1676
ეკა კუპატაძე, გიგა ავალიანი

მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემას „360 გრადუსი“ სტუმრობდა, სადაც გიგა ავალიანის საქმის ახალ დეტალებზე ისაუბრა. 

ვიდეო: „ვინც 80 წლის ბებიას მაცოდებთ, იცით, ჩემს ძმისშვილს თმა გაუთეთრდა, გიგა რომ მოკვდა? ჩემი 5 წლის ძმისშვილი ძილში გაბაშვილი, რიკაძეო, ყვიროდა“ – ეკა კუპატაძე

„ანასტასია ბერუაშვილი ამბობს, რომ ეზიზღება ნია იმნაძე. წყევლის, მიწაში დებს და მერე გიგას აქებს, რომ „არ ყოფილა ეს ბიჭი ასეთი, ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონია ამ ბიჭსო“… გიგა მკვდარია ამ დროს.

იცით, რომ ერთი მესიჯი არ არის, გიგას სიკვდილს რომ ვინმე წუხდეს.

იცით, რას ამბობს ანასტასია ბერუაშვილი? ვერ დაველოდები მე გიორგი რიკაძესო, ეგ რომ ციხიდან გამოვა მე 27 წლის ვიქნებიო. თავის თავს დარდობს… იმ ნია იმნაძემ მეც დამტოვა მარტო და თვითონაც დარჩა მარტო და ახლა ეგდოს ისეო. 

თავის თავს დარდობენ… 16 წლის გარყვნილ ბავშვებზეა საუბარი…“, აცხადებს ეკა კუპატაძე. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები