LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს Georgian Strings კონცერტს გამართავს

67

დღეს, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ნიკოლოზ რაჭველი კამერული ორკესტრი – Georgian Strings პრეზენტაცია-კონცერტს გამართავს.

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ბაზაზე Georgian Strings სახით კიდევ ერთი ახალი შემოქმედებითი კოლექტივი დაარსდა, რომელიც 20 დეკემბერს საქართველოში პირველ კონცერტს გამართავს.

მათივე ინფორმაციით, შესრულდება სულხან ცინცაძის, სულხან ნასიძის და გია ყანჩელის ნაწარმოებები. საღამოს სპეციალური სტუმრის სტატუსით მაყურებელთა წინაშე ნიკოლოზ რაჭველი და ალტისტი გიორგი ცაგარელი წარსდგებიან.

Georgian Strings-ის პირველი კონცერტი 2015 წლის 28 სექტემბერს გაიმართა ბრუსელის ნატიფი ხელოვნების სასახლის საკონცერტო დარბაზის სცენაზე, სადაც დიდი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის 80 წლის იუბილე აღინიშნა.
ღონისძიება 1 7:00 საათზე დაიწყება.

12346535_1028179067246931_2911905659721041096_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები