გადაცემაში „გული მღერის“ ლუკა ჭოხონელიძემ ნანა მესხის ცნობილი სიმღერის „ფარვანა“ თავისებური ვერსია წარმოგვიდგინეს ბენდის წევრების აკომპანემენტით.
სიმღერის თავდაპირველი ვერსია ნუგზარ აფხაიძისთვის დაიწერა, შემდეგ კი ის დათო არჩვაძემ „თეატრალურის კვარტეტთან“ ერთად შეასრულა.
ლუკა ჭოხონელიძის ახალ ვერსიას კარგი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში:
„ძალიან ლამაზი ნამღერია…“
„საამაყო ქართველი შვილები…“
„ლუკა, შესანიშნავი ხარ…“
