სელინ დიონმა პარიზში გამართული რიგით მესამე კონცერტის შემდეგ, თაყვანისმცემლებს დაუვიწყარი სიურპრიზი მოუწყო. მომღერალი მოულოდნელად გამოჩნდა სასტუმროსთან შეკრებილი გულშემატკივრების წინაშე, ფეხშიშველი აძვრა იქვე მდგარი ავტომობილის სახურავზე და ხალხთან ერთად იმღერა და იცეკვა.
სელინ დიონი 4-წლიანი პაუზის შემდეგ სცენაზე ტრიუმფალურად დაბრუნდა. 12 სექტემბრის საღამოს, მომღერალმა პარიზის Plénitude Arena-ზე გამართულ კონცერტზე 30 000-ზე მეტ გულშემატკივარს უმღერა.