ესპანურმა მონაცემების დაცვის ორგანიზაციამ „ფეისბუქი“ 1,2 მილიონი დოლარით დააჯარიმა. მიზეზად მომხმარებლების პერსონალური მონაცემების თანხმობის გარეშე გავრცელება დასახელდა.
Xiaomi-ს ახალი სმარტფონის, Mi Mix 2-ის პრეზენტაციაზე, კომპანიამ გაჯეტის მთავარი კონკურენტები - Samsung Galaxy S8 და iPhone 8 სქემატურად გამოსახა და არაპრეზენტაბელური იერი მისცა.
ამერიკულმა ვებ-გვერდმა Apple 9to5Mac გააჟღერა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ Apple-ის მომდევნო სამი ახალი ტელეფონის სახელწოდება iPhone 8, iPhone 8 Plus და iPhone X იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის ახალი ნაწარმის ოფიციალური პრეზენტაცია ჯერ არ შემდგარა, ლონდონის მაღაზიამ Goldgenie ოქროს iPhone 8-ის წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო. მყიდველის სურვილის შესაბამისად, სიახლე შესაძლოა, ბრილიანტებითაც იყოს გაწყობილი.
ამერიკელმა ანალიტიკოსებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის თანახმადაც გაირკვა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 16%-ს სურს Apple iPhone 8-ის შეძენა, 24%-მა კი განაცხადა, რომ შეიძლება ახალი სმარტფონი იყიდოს, თუმცა ამაში დარწმუნებული არ არის.
სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ მომხმარებლებს უჩვეულო სერვისს სთავაზობს: ფერადი კომენტარები, რომელიც ამჟამად ტესტირების პროცესშია, მალე ხელმისაწვდომი სრულად იქნება. ამ ეტაპზე სიახლე Android-ის პლატფორმაზე მომუშავე სმარტფონების ნაწილზე არის ხელმისაწვდომი.
კომპანია Counterpoint-ის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მიმდინარე წლის ივლისისა და აგვისტოს მონაცემებით, მსოფლიო ბაზარზე, კორპორაციამ Huawei მეტი მოწყობილობა გაყიდა, ვიდრე Apple-მა.
ბონდიანას შესახებ ახალი, 25-ე ფილმის დისტრიბუციისთვის ერთდროულად რამდენიმე მსხვილი კომპანია იბრძვის. მთავარი კანდიდატი Warner Bros.-ია, თუმცა ცოტა ხნის წინ მას Apple და Amazon შეუერთდნენ.
სპეციალისტებმა 3D-პრინტერის გამოყენებით შექმნეს ხელი, რომელიც საუბარს ჟესტების ენაზე „თარგმნის“. მოწყობილობა უერთდება კომპიუტერს და მხოლოდ ამის შემდეგ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.
ბლოგერმა დუნკან სინფილდმა Apple Park-ის შესახებ მოკლე ვიდეო საკუტარი დრონით გადაიღო. იგი ამტკიცებს, რომ კომპანიის შტაბ-ბინა მშენებლობის დასრულების პროცესშია: კამპუსის ტერიტორიაზე სამშენებლო ტექნიკა დგას, გაჰყავთ გზები და რგავენ ხეებს.
უკვე დიდი ხანია, რაც მსხვილი ტექნო-კორპორაციები მუშაობენ დრეკადი სმარტფონის შექმნაზე, თუმცა ეს საკმაოდ დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული: დეფორმირებულმა გაჯეტმა არ უნდა დაკარგოს თავისი ფუნქცია.