პორტალ Statista-ს ექსპერტების ცნობით, 2020 წლისთვის, სახის ამომცნობი სისტემა, რომლის პრეზენტაციაც წელს კომპანია Apple-მა მოახდინა, ყველა სმარტფონში ხელმისაწვდომი იქნება.
უახლოეს მომავალში ფინური კომპანია Nokia გაყიდვაში ახალ მოწყობილობას გამოუშვებს. ბრენდი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების ბუმში ერთგვარად ჩაიკარგა, გეგმავს, რომ თაყვანისმცემლების გულები ისევ დაიპყროს.
კომპანია HP-მ ფოტოპრინტერი Sprocket წარმოადგინა. სიახლეს Android და iOS მხარდაჭერა და საკმაოდ კომპაქტური დიზაინი აქვს: ის ჯიბეშიც კი თავსდება, ხოლო Zink Zero Ink Printing-ის ტექნოლოგიით დაბეჭდილი ფოტოები წყალგამძლეა.
მსოფლიო გიგანტებმა მერვე თაობის მოწყობილობები უკვე წარმოადგინეს, ამიტომ თაყვანიმცემელთა ნაწილი უკვე 2018 წელს ელოდება, რათა უახლეს მოდელებზე მეტი შეიტყოს.
Apple-ის ოფიციალური მაღაზიებიდან წითელი ფერის iPhone 7 და iPhone 7 Plus ამოიღეს. აღნიშნული სერია Apple-ისა და პროგრამა RED-ის 10 წლიან თანამშრომლობას მიეძღვნა.
ახალ iPhone X-ში ფუნქცია Face ID შეცვალეს: გაჯეტის ყოველ ახალ კონკრეტულ მოდელს მხოლოდ ერთი სახის ამოცნობა შეეძლება, ცვლილება კი იმით ახსნეს, რომ ადამიანს ერთი სახე აქვს. ფუნქცია Touch ID კი ხუთი თითის ანაბეჭდს ამოიცნობს.
ჩინურმა კომპანიამ Chuwi უჩვეულო აქცია დაანონსა: ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მსოფლიოში ყველაზე თხელი ნოუთბუქის LapBook Air-ის მფლობელი გახდეს, საკმარისია მისი ზუსტი ღირებულება გამოიცნოს.
სულ მალე, „ტვიტერის“ მომხმარებლებს სიახლე ელით: კერძოდ კი, საშუალება იქნება ერთდროულად რამდენიმე ტვიტის მიყოლებით გაგზავნა. ინგლისელი მომხმარებლები ამ ფუნქციას უკვე კარგად იცნობენ და მას tweetstorms ჰქვია.
12 სექტემბერს კომპანია Apple-მა სამი ახალი მოწყობილობა წარმოადგინა. სიახლე გაყიდვაში მეორე დღიდანვე გამოვიდა და კომაპნიის მაღაზიებთან უკვე კილომეტრიანი რიგებია.