კომპანია Apple-მა და მისმა დირექტორმა, ტიმ კუკმა „ტვიტერზე“ ახალი სმაილები დააანონსა, რომელთა შორის არის: გოგონა-ჯინი, ჰიჯაბიანი ქალი, მეძუძური დედა, რომელიც ბავშვს აჭმევს, დინოზავრი, ზებრა, ქოქოსი, ხორცის ნაჭერი და ა.შ.
ფინურმა მწარმოებელმა Nokia-მ Nokia 130-სა და Nokia 105-ის განახლებული ვერსიების გამოსვლა დააანონსა. როგორც ცნობილი გახდა, ვიზუალურად მოწყობილობა შეცვლილია, ფუნქციები - გაუმჯობესებული.
რამდენიმე კვირის წინ, Microsoft-მა Skype განაახლა და მას რამდენიმე ახალი ფუნქცია დაუმატა. როგორც აღმოჩნდა, სიახლეს არც ისე კარგი გამოხმაურება მოჰყვა მის მომხმარებლებში, ბევრმა მათგანმა სერვისის გამოყენებაზე უარიც კი თქვა და სხვა მესენჯერებზე გადავიდა.
ხმების თანახმად, ახალი სმარტფონი Samsung Galaxy C7 ორმაგი ძირითადი კამერით იქნება აღჭურვილი. ამის შესახებ ინფორმაცია ჩინურმა წყარომ „ტვიტერზე“ გაავრცელა.
Tesla-სა და SpaceX-ის დირექტორმა, ილონ მასკმა თავის „ტვიტერზე“ ახალი ვებ-გვერდი - x.com დააანონსა. მისი თქმით, ამ დროისთვის საიტი არ ფუნქციონირებს, თუმცა უახლოეს მომავალში ის ამოქმედდება.
ჩინური წყაროების ინფორმაციით, უახლოეს თვეებში Nokia 2-ის, Nokia 7-ის, Nokia 8-ისა და Nokia 9-ის ანონსი შედგება. ეს უკანასკნელი ფლაგმანის კატეგორიას განეკუთვნება.
სან-ფრანცისკოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა სმს-ბოტის - Send me ფუნქცია ჩაუშვა, რომელიც ნახატების საშუალებით გეკონტაქტებათ. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ მოთხოვნა ნომერზე 572-51 გაგზავნოთ. შეტყობინება ფრაზას „send me“ და საკვანძო სიტყვას (ფერს, გჰანწყობას ან ემოციას) უნდა შეიცავდეს.
კომპანიამ Xiaomi სადებიუტო ყურსასმენი HelloEar Arc. წარმოადგინა. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ ის უსადენო უნდა ყოფილიყო, თუმცა საბოლოოდ მას 1,2 მეტრიანი სადენი აქვს, რომელზეც განთავსებულია მიკროფონი და სამი ღილაკი.
Dell Latitude 7285 — ეს არის 12 დიუიმიანი ტრანსფორმერი-პლანშეტი, რომელიც Windows 10 -ზე მუშაობს. მოწყობილობის ეკრანის გარჩევადობა 2 880 × 1 920 პიქსელია, წინა კამერის მართვა კი ღამითაც შესაძლებელია.
რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა სმარტფონ Geotel G1-ის შესახებ, რომლის დაზიანებაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია. დღეს მის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი - Geotel G1-ს სხვა მოწყობილობების დატენაც შეუძლია, ამისათვის მას სპეციალური USB და microUSB პორტები აქვს, რომლებიც დახურულია და ერთი შხედვით არ ჩანს.
სწრაფი კვების რესტორნების ქსელმა KFC კომპანია Huawei-სთან თანამშრომლობით სმარტფონ Enjoy 7-ის ლიმიტირებული ვერსია შექმნა. კოლაბორაცია ჩინეთში ქსელის 30 წლის იუბილესთან თანამშრომლობით შედგა.
ფრანგულმა მოდის სახლმა Louis Vuitton-მა თავისი პირველი „ჭკვიანი“ საათი გამოუშვა. სიახლის სახელწოდება Tambour Horizon გახდა და ის Tambour-ის ხაზს განეკუთვნება, რომლის დებიუტიც 15 წლის წინ შედგა.
კორპორაციამ LG გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, სადაც მის ახალ სმარტფონზე, G6 mini-ზე არის საუბარი. ვიდეოში დადასტურდა ადრე გავრცელებული გადაუმოწმებელი ინფორმაცია მოწყობილობის შესახებ: