„ფეისბუქმა“ ყველაზე პოპულარული სმაილი გამოავლინა. პირველი ადგილი დაიკავა სმაილმა სახელწოდებით „LOL“. საპატიო მეორე ადგილზე „შეყვარებული“ ღიმილაკი გავიდა, თვალებში გულებით. სამეულს კი „საჰაერო კოცნა“ ხურავს.
Samsung მომდევნო თვეში თავის ახალ მოწყობილობას, Galaxy Note 8-ს წარმოადგენს. ცნობილი ხდება, რომ კომპანია Bluetooth ყურსასმენებს შექმნის, რომელიც მის ახალ ხმოვან დამხმარესთან, Bixby-სთან ერთად იმუშავებს.
კომპანია Google-მა „ჭკვიანი“ საძიებო ველი შექმნა. სიახლის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის მომხმარებლის წინა ძიებებთან მიახლოებულ რეზულტატებზე იქნება დაყრდნობილი. iOS-სა და Android-ებში უკვე გაჩნდა ღილაკი „Follow“, რომელიც პუბლიკაციებისთვის თვალის დევნებას გულისხმობს.
კომპანია Dell-მა ოფიციალურად წარმოადგინა ნოუთბუქი, რომელიც უსადენოდ იტენება, საუბარია Dell Latitude 7285-ზე და მისი დატენვა დისტანციურად არის შესაძლებელი.
მომდევნო წლის შუა რიცხვებში Samsung Galaxy S9-სა და S9+-ის გამოსვლა იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ პრეზენტაციამდე თითქმის ერთი წელია დარჩენილი, ახალი გაჯეტების შესახებ ინფორმაციამ ქსელში გაჟონა.
კომპანიამ Beats by Dr Dre და მოდის სახლმა Balmain თანამშრომლობის შესახებ განაცხადეს. საუბარია ყურსასმენზე, რომელიც ორ ძირითად ფერში იქნება წარმოდგენილი: ხაკისფერი და ბაცი ვარდისფერი.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით პერსონალური კომპიუტერების გაყიდვების მაჩვენებელი შეუჩერებლად ეცემა. მიმდინარე წელი ამ მაჩვენებლით 2007 წელზე უარესად სახელდება, რომელიც კომპიუტერების მწარმოებლების თქმით, ამ მხრივ ყველაზე ცუდი იყო.