Samsung The Frame - ეს არის ახალი 4K-ტელევიზორი, რომელიც ერთი შეხედვით ჩარჩოში შესრულებულ ნახატს ჰგავს. სიახლე ორ ზომაში, 55 და 65 დიუიმიანი Ultra HD-ეკრანებით არის ხელმისაწვდომი.
სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ კომპანია Microsoft-ის ნოუთბუქის, Surface Laptop-ის უკანა მხარეს არ არსებობს ხრახნი, რომელიც მოწყობილობის შეკეთებას დაზიანების შემთხვევაში უზრუნველყოფს.
ტაივანური კომპანია Wistron-ის გენერალურმა დირექტორმა, რობერტ ხვანგმა, რომელიც ინდოეთში iPhone-ის წარმოებით არის დაკავებული, Apple-ის ახალი სმარტფონის დეტალები გაამხილა.
დიზაინერმა ენდი ჯილისმა კონცეპტუალურ iPhone 8-ს დრეკადი სახე მისცა. ავტორის აზრით, სმარტფონის გადახრა არამარტო ნებისმიერი მიმართულებით, არამედ მაჯის საათად გამოყენებაც კი შესაძლებელი იქნება.
Samsung Galaxy S8-ის გამოსვლის შემდეგ, რომელიც ჩარჩოების გარეშეა, ჩინურმა კომპანიამ Doogee მისი პატენტის შექმნა გადაწყვიტა. ცნობილი სმარტფონის ჩინური ვერსია ასევე ჩარჩოს გარეშე იქნება და მის რამდენიმე ფუნქციას გაიმეორებს.
Microsoft-ის ახალი ლეპტოპი Surface Laptop ცნობილ MacBook Air-ზე მსუბუქი და თხელი გამოვიდა. სიახლე ორ ვერსიაშია წარმოდგენილი - Intel Core i5-ისა და Intel Core i7-ის პროცესორით.
კომპანია Ford-მა პატარებისთვის განსაკუთრებული აკვანი შექმნა. სიახლეს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია და მისით ის მშობლები დაინტერესდებიან, რომელთა პატარებიც მანქანის გარდა სხვა გარემოში რთულად იძინებენ.
ახალი სმარტფონის, Honor 9-ის პარალელურად, კომპანია Huawei-მ ფიტნეს-სამაჯურის Honor Band 3-ის, ჭკვიანი სასწორისა და ჰაერის მრიცხველის გამოსვლა დააანონსა.
მათთვის, ვისაც დილით გაღვიძება უჭირს, ჭკვიანი ბალიში Sunrise Smart Pillow ნამდვილად მოეწონებათ და გამოადგებათ. სიახლე კომფორტულად და ეტაპობრივად გაგაღვიძებთ, რაც დილის საათებში ნამდვილად დასაფასებელია.
როგორც ჩანს, Moto Z2 Play-ის ანონსის შემდეგ, Motorola მიმდინარე თვეში კიდევ ერთ სმარტფონს გამოუშვებს. კომპანიამ უკვე დაიწყო მოსაწვევების გაგზავნა ღონისძიებაზე, რომელიც 21 ივნისს გაიმართება.
ჩინური მწარმოებელი Huawei სმარტფონების ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი კომპანიაა. ცოტა ხნის წინ, მისმა ხელმძღვანელებმა კი საკმაოდ საინტერესო სიახლე დააანონსეს: რამდენიმე წელიწადში Huawei მობილური ბაზრის ლიდერი გახდება, ხოლო კომპანიის სამომხმარებლო ბიზნეს-ჯგუფის დირექტორის განცხადებით, უახლოეს წლებში ისინი კომპიუტერის ბაზრის მონოპოლიზებასაც შეძლებენ.