კომპანიამ Ash Be Nimble მოიფიქრა მოწყობილობა, რომელიც ქუჩის ქურდებისგან დაგიცავთ. ეს ყველაფერი კი აქტუალური აზიის ქვეყნებისთვის არის, სადაც პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას.
ჩინელი რობოტი AI-MATHS უმაღლესში ჩასაბარებლად ემზადება და თავის შესაძლებლობებს ის უახლოეს მომავალში გამოავლენს, როდესაც ჩინეთის უმაღლეს სასწავლებელში მისაღებ გამოცდაზე გავა.
რამდენიმე დღის წინ, კომპანია Apple-მა WWDC 2017-ის ფარგლებში კონფერენცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მან ოპერაციული სისტემის განახლებული ვერსია წარმოადგინა და ახალი ნოუთბუქები და პლანშეტები დააანონსა.
2014 წლის დეკემბრიდან 2016 წლის ნოემბრამდე Samsung-ის შტაბ-ბინიდან 8474 ერთეული სმარტფონი გაქრა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ამ ყველაფრის სათავეში კომპანიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანამშრომელი, გვარად ლი იდგა, რომელიც სამსახურში სპეციალური ეტლით გადაადგილდებოდა.
Apple-ის სპეციალისტებმა iOS11 განაახლეს. საუბარია „საავტომობილო რეჟიმზე“, რომელიც ერთი შეხედვით პოპულარული „ავია რეჟიმს“ მოგაგონებთ. ახალი პროგრამა ავტომობილის მართვის დროს გამოიყენება, შესაბამისად, სმარტფონის მეპატრონეს არაფრის გადართვა და ყურადღების გაფანტვა არ მოუწევს.
Apple-მა უსადენო კლავიატურის - Magic Keyboard ახალი ვერსია წარმოადგინა. განახლებულ კლავიატურას ციფრების სასარგებლო პანელი მოჰყვება, ამას გარდა იქვე არის კლავიატურის დამატებით განყოფილება დოკუმენტების სწრაფი ნავიგაციისთვის და სპეციალური ღილაკები თამაშისთვის.
სულ მალე, აშშ-ის აეროპორტებში სახის ამომცნობი სისტემის ტესტირება დაიწყება. პირველად ამ სიახლის შემოღება ავიაკომპანია JetBlue Airways-მა გადაწყვიტა, რომელიც სასაზღვრო სამსახურთან და მესაზღვრე პატრულთან ითანამშრომლებს.
კომპანია Apple-ის წარმომადგენლების გაცხადებით, მათი სმარტფონების წყლისგან გადარჩენა სრულიად შესაძლებელია. საჭიროა უბრალოდ პირველ წუთებში სწორი რეაგირება, ამის შემდეგ მოწყობილობების 80%-ს გადარჩენის შანსი აქვს.
ამიერიდან, ევერესტზე დაჩექინება შეგეძლებათ, რადგან მსოფლიოს უმაღლეს მწვევრვალზე უფასო Wi-Fi გაჩნდა. მთის დაპყრობის მოყვარულთათვის ამიერიდან დედამიწელებთან კონტაქტი გამარტივდება და სიახლე ბუნებრივია, ბევრის სიცოცხლეს გადაარჩენს. აქამდე ეს ყველაფერი წერილის საშუალებით იყო შესაძლებელი, რომელსაც ვერტმფრენს ატანდნენ.
კომპანია Sana Health-ის თანამშრომლებმა შექმნეს სპეციალური სათვალე, რომელიც ადამიანს დაძინებაში წამლების გარეშე დაეხმარება. შედეგი იგივეა, რაც საძილე საშუალებების მიღების დროს.
კომპანია Apple ახალი სმარტფონის გამოშვებას სექტემბერში გეგმავს, ეს ფაქტი კი გაჯეტების ბაზარზე სერიოზულ გავლენას იქონიებს. ცნობილია, რომ iPhone-ის გარდა, ამავე პერიოდში საკუთარი სიახლეების წარმოჩენას Samsung და LG გეგმავენ.
ჩრდილოეთ კორეაში საკუთარი წარმოების iPad-ებს დაამზადებენ. ამ საქმიანობით კომპანია Myohyang IT Company დაკავდება, რომელმაც პირველი პარტია უკვე გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ სიახლე ორიგინალისგან არ განსხვავდება და მას სახელწოდებაც მსგავსი - Ryonghung IPad მიანიჭეს.