LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hi Tech

ბოლო დროს, ჩინური კომპანია Coolpad სიჩუმეს ინარჩუნებდა, თუმცა ცოტა ხნის წინ მან ახალი სმარტფონის გამოშვებნის შესახებ განაცხადა. საუბარია Coolpad Cool Play 6-ზე. სიახლე მობილურის თამაშების მოყვარულებისთვის არის განკუთვნილი.
პროდუქტის სახელწოდებაა Cottonsmith Underwear და ის როგორც მამაკაცის, ისე ქალის ვერსიით იქნება წარმოდგენილი. მომხმარებელს სამ ფერსა და ოთხ ზომაში შეეძლება სასურველი საცვალის არჩევა.
კომპანია OUKITEL-მა შექმნა ახალი სმარტფონი K4000 Plus, რომელსაც უსაფრთხოების სრულიად ახალი და სანდო სისტემა და დაცული ეკრანი აქვს.
ამ დღეებში, კომპანია Xiaomi-ის მარკეტინგის დირექტორმა, დონოვან სანმა ისაუბრა იმის შესახებ, როგორ ახერხებენ ისინი ასეთი იაფი სმარტფონების წარმოებას. მისი თქმით, საქმე წარმატებულ შეფუთვას, პროგრამულ უზრუნველყოფასა და ეკოსისტემას შეეხება.
ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ჩრდილოეთ კორეა ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი და შეუღწევადი ტერიტორიაა. ამიერიდან, ფხენიანში მოგზაურობა ვირტუალურად არის შესაძლებელი. შვედურმა სტარტაპმა SceneThere ვირტუალური ტური სწორედ ჩრდილოეთ კორეას დედაქალაქში შექმნა.
მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის მომდევნო სმარტფონებზე ქსელში ინფორმაცია რეგულარულად ქვეყნდება, გამოცემამ Business Insider დაწერა, რომ iPhone 8-ის დებიუტი მომდევნო წელზე ადრე არ შედგება.
კომპანია Lenovo-მ ინდოეთში სპორტული სამაჯური Smart Band HW01 გამოუშვა. სიახლე მისი ანალოგების Xiaomi Mi Band 2-ის, Fastrack Reflex-ისა და Fitrist Cardio-ს კონკურენტი გახდება, რომლებიც ინდოეთში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ექსტრემალმა სახელად ნიკოლმა, გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აჩვენა, როგორ გადავიღოთ საკუთარი ტრიუკები თუ დრონის შესაძენად ფული არ გვყოფნის.
კომპანია Apple-მა დააპატენტა ტექნოლოგია, რომელიც iPhone-ის კორპუსში წყლის მოხვედრას უშლის ხელს. სიახლეს Hydrophobic Mesh Cover ჰქვია.
Kickstarter-ზე მსოფლიოში ყველაზე პატარა 4G სმარტფონის გაყიდვებისთვის თანხების მოძიება დაიწყო. სიახლეს Jelly ერქმევა და უკვე ცნობილია, რომ მას 2,45 დიუიმიანი ეკრანი, Android 7.0 Nougat-ის ოპერაციული სისტემა ექნება. ამას გარდა, სმარტფონი ძირითადი და წინა კამერებით (8 და 2 მეგაპიქსელიანი) იქნება აღჭურვილი.
ჩინურმა კომპანიამ HMD Global, ოფიციალურად წარმოადგინა ლეგენდარული Nokia 3310-ის პატენტი. ტელეფონის შეძენა ამ ეტაპზე მალაიზიის ტერიტორიაზეა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ პირველი პარტია ჰგავდა ორიგინალს, თუმცა მას არ ჰქონდა ლოგოტიპი Nokia. მეორე პარტიაში ეს შეცდომა უკვე გამოსწორებულია.