ელექტრონული მოწყობილობები სულ უფრო მეტად სრულყოფილი ხდება, თუმცა პროგრესს ყოველთვის აქვს ბნელი მხარე, რომელზეც ხშირად არ ვფიქრობთ... ბოლო დროს ხშირად ისმის, რომ ბოროტმოქმედები ვებ-კამერებს არც ისე კარგი მიზნებისთვის იყენებენ. მართლაც, ჰაკერებს შეუძლიათ თითქმის ყველანაირი გაჯეტის გატეხვა და თქვენი ცხოვრების თვალ-ყურის დევნება თქვენივე ნოუთბუქიდან, სმარტფონიდან ან პლანშეტიდან. სწორედ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, სულ უფრო მეტი ადამიანი „ხურავს“ კამერას.