LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hi Tech

კომპანია Xiaomi -მ თავის ფართო ასორტიმენტს ზურგჩანთაც დაუმატა. ეს არის სიახლე, რომელიც აქტიური ცხოვრების მოყვარულებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა მისი ტარება არც ისე მარტივია.
დაახლოებით ერთი კვირის წინ, Consumer Reports-ის სპეციალისტებმა აჩვენეს, რომ სმარტფონს Samsung Galaxy S7 Active სინამდვილეში წყლის ეშინია. Samsung-ში კი ეს ყველაფერი სმარტფონის დამატებითი სერვისებითა და ვალდებულებებით ახსნეს.
ცნობილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ აპლიკაცია სახელწოდებით Emojinho დააანონსა, რომელიც სპორტსმენის გამოსახულებით რამდენიმე ასეულ ახალ სტიკერსა და ემოძის შეიცავს.
კომპანია Apple-მა, შესაძლოა, MacBook Air-ის გამოშვება შეწყვიტოს. ექსპერტების ვარაუდით, ამ ყველაფრის მიზეზი ის არის, რომ iPad Pro მარტივად ითავსებს მის ფუნქციებს, შესაბამისად მომავალში შალითა-კლავიატურის დახმარებით MacBook Air-ს iPad Pro ჩაანაცვლებს.
კომპანია Microsoft-ის ინჟინერებმა „ჭკვიანი“ საკეტი შექმნეს, რომელსაც სახის ამოცნობა შეუძლია. ადამიანი შეხედავს კამერას, რომლის შემდეგაც სისტემა მისი ნაკვთების სკანირებას მოახდენს და გაარკვევს, არსებობს თუ არა ბაზაში მსგავსი მონაცემები.
iPhone-ის მომდევნო თაობის შესახებ ყოველ დღე ახალი დეტალი ხდება ცნობილი. ამჯერად ცნობილმა წყარომ ნიკით @OnLeaks გაავრცელა ინფორმაცია იმის შეასხებ, iPhone 7-ის აკუმულატორი მის წინამორბედზე „ჭკვიანი“ და გამძლე იქნება. კერძოდ კი, სმარტფონის აკუმულატორის მოცულობა 1960 ამპერი საათშია, მაშინ, როდესაც iPhone 6s-ის - 1715 ამპერი საათში იყო.
KickStarter-ზე „ჭკვიანი“ ბალიშის - ZEEQ შექმნაზე თანხების მოძიება მიმდინარეობს. სიახლის შემქმნელების თქმით, ის ძილის „აქტიური მონაწილეა“. ZEEQ აღჭურვილია შიდა აკუსტიკური სისტემით Bluetooth-ის ინტერფეისით, მისი საშუალებით შესაძლებელია სასურველი მუსიკის ან ხმის ჩართვა, რაც დაძინებაში დაგეხმარებათ. თუ ძილის დროს ხვრინავთ და თავი სწორედ ამ ბალიშზე გიდევთ, ის მსუბუქი ვიბრაციებით გაღვიძებთ და სხეულის მდგომარეობის შეცვლისკენ გიბიძგებთ.
ქსელში Huawei-ს ახალი სმარტფონის - Honor 8-ის ოფიციალური ანონსი შედგა. მოწყობილობას 5,2 დიუიმიანი ეკრანი აქვს და ის 2,5D-ს ტიპს განეკუთვნება, ხოლო განსაკუთრებულ ყურადღებას „მინის“ კორპუსი იქცევს, რომელიც მას წინიდან და უკნიდან აქვს.
Riley - ახალი საშინაო რობოტია, რომელიც სულ მალე ჩაეშვება წარმოებაში, რადგან შესაბამისი თანხები უკვე მოძიებულია. სიახლე დამოუკიდებლად გადაადგილდება, ის გვერდს უვლის საგნებს, მისი მართვა სმარტფონითაც შეგიძლიათ, იმ შემთხვევაში თუ მას Wi-Fi-ს ქსელს მიუერთებთ.