მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ინჟინერებმა შექმნეს ეკრანი, რომელიც სამგანზომილებიანი ფილმების ყურების დროს სპეციალურ სათვალეს აღარ საჭიროებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ახალი თაობის ეკრანის მხოლოდ პროტოტიპია შექმნილი, მომავალში ის შესაძლოა მთელს მსოფლიოში გამოჩნდეს.