„კასპერსკის ლაბორატორიის“ ექპერტებმა საზოგადოებრივ ადგილებში სმარტფონების დატენვის საფრთხეებზე ისაუბრეს. მათი მტკიცებით, უცხო დამტენს შესაძლოა მთელი რიგი გართულებები მოჰყვეს, პირველ რიგში და ყველაზე მარტივი, ეს დატენვის დაბალი ხარისხია. „იაფფასიანი დამტენი სმარტფონს აგურად გადააქცევს“, - აცხადებენ სპეციალისტები.