LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hi Tech

Apple Watch-ის სმარტ-საათების მომდევნო თაობა შესაძლოა იმდენად დაიხვეწოს, რომ სმარტფონებიც ჩაანაცვლოს. როგორც გამოცემა Wall Street Journal წერს, საათს შესაძლოა სიმ-ბარათის მხარდაჭერა მიანიჭონ.
ვატიკანში მოზარდებთან შეხვედრის დროს, რომის პაპმა რელიგიისა და ტექნოლოგიების მიმართებაზე ისაუბრა. „ბედნიერებას ვერ იყიდი და ვერც გაყიდი: ის არ არის აპლიკაცია, რომლის ჩამოტვირთვაც თქვენს სმარტფონებში შეგიძლიათ“, - განაცხადა ფრაცისკმა.
მას შემდეგ, რაც 2015 წლის აპრილში, გაყიდვაში გამოვიდა "ჭკვიანი" საათი AppleWatch, მისმა გაყიდვებმა პირველად გადააჭარბა გაყიდული iPhone-ების რაოდენობას.
Google-მა მასშტაბური კვლევა ჩაატარა, რომელიც მედია რეკლამებს ეხებოდა. შედეგად კი დადგინდა, რომ უმეტეს შემთხვევებში, რეკლამა ვიდეოჰოსტინგზე სატელევიზიოზე გაცილებით ეფექტურია.
ჩინეთში მოლაპარაკე რობოტი შექმნეს, რომელიც ვიზუალურად ქალს ჰგავს. Jia Jia - სწორედ ასე ჰქვია რობოტს და მას ლაპარაკი, მოძრაობა და მიმიკების კოტროლიც კი შეუძლია.
კომპანია Samsung Electronics თავისი სმარტფონები Samsung Galaxy S7 და S7 edge ვარდისფერი ოქროს კორპუსით გამოუშვა. 20 აპრილიდან სიახლე სამხრეთ კორეაში გამოვა, მოგვიანებით კი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდება. სმარტფონები შავ, ოქროსფერ, თეთრ და ვერცხლისფერ კორპუსებში უკვე ხელმისაწვდომია.
2016 წლის პირველ კავრატლში კომპანია Apple-მა 42 მილიონი iPhone გაყიდა, რაც 2015 წლის უკანასკნელ მონაცემებთან შედარებით ნაკლებია. გაყიდვები ასევე შემცირებულია გასული წლის პირველი ნაწილის მონაცემებითაც, საუკბარია 12 მილიონით ნაკლებ სმარტფონზე.
2011 წელს გამოსული თამაში Minecraft უჩვეულოდ წარმატებული გახდა. უკანასკნელი მონაცემებით, ადამიანები მას ყოველდღიურად 10 000 ერთეულის ოდენობით ყიდულობენ.
LG-მ ყველაზე მსუბუქი ნოუთბუქი Gram 15 გამოუშვა, რომელიც 980 გრამს იწონის. მისი ეკრანის დიაგონალი 15,6 დიუმია, შესაბამისად ამ ზომის კომპიუტერებში ის ყველაზე მსუბუქად ითვლება. ვიზუალურად ის Apple MacBook-ს ჰგავს.
„ჭკვიანი საათების“ უმრავლესობა უჩვეულო დიზაინით გამოირჩევა, თუმცა თანამედროვე სტილი ყველას არ იზიდავს.