LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hi Tech

კომპანია Google-მა საკუთარი კალენდრის განახლებული დამატება სახელწოდებით Goals შექმნა. სიახლე თავად გამოითვლის თავისუფალ დროს გრაფიკში და სასარგებლო საქმისთვის ხელსაყრელ პერიოდს გიჩვენებთ.
ერთ-ერთ ჩინურ საიტზე მომხმარებელმა Sony Xperia C6-ის ფოტოები გამოაქვეყნა, საიდანაც ჩანს, რომ სმარტფონს უზამრაზარი დისპლეი ექნება, სავარაუდოდ 6 დიუიმიანი, დიდი წინა კამერა და თხელი კორპუსი.
ცოტა ხნის წინ გამოსული iPhone SE-ის მფლობელებმა სმარტფონის დეფექტზე ისაუბრეს. კერძოდ კი საქმე ხმასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეეხება, რომელიც Bluetooth-თან ან უსადენო აღჭურვილობასთან მიერთების დროს წარმოიქმნება, რაც ავტომობილში მისი გამოყენების საშუალებას არ იძლევა.
კომპანია Lenovo-ს პლანშეტური კომპიუტერის Yoga Home 310 -ის ფოტო ქსელში მოხვდა. გაჯეტს 17,3 დიუიმიანი ეკრანი აქვს და ის სახლისთვის არის განკუთვნილი. მოწყობლობა საკმაოდ მოსახერხებელია - შესაძლებელია მისი კედელზე ჩამოკიდება და სხვადასხვა მდგომარეობაში მოთავსება.
Huawei-ს საფირმო გაჯეტები სულ უფრო პოპულარული ხდება. ამ დღეებში კომპანიამ ჰიბრიდული მოწყობილობა TalkBand B3 წარმოადგინა. ეს არის ჭკვიანი სამაჯური და ფიტნეს-თრექერი.
Huawei-მ ორი ახალი სმარტფონი წარმოადგინა - P9 და P9 Plus. ორივე მათგანს FullHD-გარჩევადობის ეკრანი აქვს, თუმცა მათი ტექნოლოგები ერთმანეთისგან განსხვავდება, Huawei P9-ს IPS LCD, ხოლო P9 Plus-ს - AMOLED ეკრანი აქვს და ის ძლიერად დაჭერაზე რეაგირებს.
Twitter-მა მორიგი სიახლის შესახებ განაცხადა. კომპანიის განცხადებით, ტვიტების ქვეშ სპეციალური ღილაკი გაჩნდება, რაც მომხმარებლებს პირადი შეტყობინების გაგზავნის საშუალებას მისცემს.
ფოტოები და ესა თუ ის გამოსახულებები, სოციალური ქსელის უმთავრესი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ინჟინერების ჯგუფი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისა და Facebook-ის ადაპტაციაზე ზრუნავს, ძალ-ღონეს არ იშურებდა, რათა ფოტოები ხელმისაწვდომი უსინათლოებისთვისაც გამხდარიყო.