კიმ კარდაშიანი პოპულარობის ნაკლებობას რომ არ უჩივის, ყველასთვის ცნობილია. ეს ფაქტი მან ამჯერადაც დაადასტურა: სმაილების ახალი კოლექციის გამოშვების შემდეგ, რეალითი შოუს ვარსკვლავმა App Store „გადაწვა“.
ვიდეო გადაღებულია ქარხანაში Foxconn. თანამშრომელს ხელში iPhone 7 უჭირავს, რომელზეც ჯერ მხოლოდ ხმები დადის. მოწყობილობა ყველა წინა iPhone-გან განსხვავდება. დამცავი მინა არ იკავებს წინა პანელს სრულად, ასევე არ არის Home ღილაკი და თითის ანაბეჭდის სკანერი.
Viber-ის მესინჯერში ახალი ფუნქცია მიიღო, რომელიც მითითებულ დროში შეტყობინებებს ავტომატურად წაშლის. სიახლე Snapchat-ის ანალოგი იქნება, რომელიც ფოტოს, ვიდეოს და შეტყობინებებს გარკვეული დროის შემდეგ შლის. ახალი ფუნქციის გამოსაყენებლად მესენჯერის გარკვეული ვერსიაც უნდა გქონდეთ ჩატვირთული.
ლეგენდარულმა კომპანიამ Marshall, რომელიც ცნობილია თავისი ხმის გამაძლიერებლებითა და აკუსტიკური სისტემებით, გადაწყვიტა ტაყვანისმცემლები პირველი მუსიკალური სმარტფონით გაახაროს და Marshall London გამოუშვა.
Apple-ის ინჟინერებისა და სპეციალისტების განყოფილების ხელმძღვანელმა, გრეჰ ტაუნსენდმა, გადაცემისთვის 60 Minutes განაცხადა, რომ iPhone-ის კამერაზე 800 ადამიანი მუშაობს.
სმარტფონების თხელი და მსუბუქი მინა მალე თქვენს ავტომობილებზეც გამოჩნდება. კომპანია Corning Gorilla Glass-ს მილიონობით მობილური ტელეფონის ეკრანისთვის უშვებს. ამ სიახლით ავტომწარმოებლებიც დაინტერესდნენ, რათა ურო დაამსუბუქონ მანქანის წონა და შეამცირონ საწვავის მოხმარება.
Google Hangouts ანდროიდის ბაზაზე უახლოეს მოამავალში თავის ფუნქციონალურობას დაკარგავს. მომდევნო ვერსიაში აღარ იქნება SMS და MMS შეტყობინებების მხარდაჭერა. სავარაუდოდ, მომხმარებლებს პირდაპირ Google Messenger-ზე გადასვლას შესათავაზებენ.
კომპანიამ ZTE ოფიციალურად წარმოადგინა სმარტფონი Axon Max. ეს არის საშუალო მონაცემების მქონე გაჯეტი, რომელსაც მეტალის ჩარჩო და 6 დიუიმიანი Full HD გარჩევადობის ეკრანი აქვს.
LG-ს ორი ახალი სმარტფონი G Flex და G Flex 2 მარკის თაყვანისმცემლებში პოპულარობით სარგებლობს, თუმცა, ამჟამად საუბარია, რომ 2016 წელს ტექნიკის გამოფენა G Flex 3-ის გარეშე ჩაივლის. არსებობს რისკი, რომ Flex საერთოდ წყვეტს არსებობას. მიზეზი - სერია არ სარგებლობს დიდი მოთხოვნით.
2016 წლის მარტში დუბაიში დრონების საერთაშორისო ჩემპიონატი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ჯილდო რამდენიმე კატეგორიაში გადაიცემა, მათ შორის საუკეთესო წარმოების დრონებში.
გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, Apple-მა საიდუმლო ლაბორატორია ტაივანის ჩრდილოეთით გახსნა. აღნიშნული ლაბორატორიის მიზანი უფრო თხელი და მსუბუქი დისპლეის შექმნაა Apple-ის მომდევნო მოწყობილობებისთვის.
ინტერნეტმომხმარებელმა ევან ბლასმა, რომელიც მაღალი ტექნოლოგიების სფეროში საკმაო ჩახედულობით გამოირჩევა, „ტვიტერზე“ Samsung-ის მომდევნო სმარტფონის, Galaxy S7-ის შესახებ ინფორმაცია განათავსა. მისი თქმით, სიახლე ოთხ ვარიაციად გამოვა - Galaxy S7, Galaxy S7 plus, Galaxy S7 edge და Galaxy S7 edge Plus.