LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hi Tech

მუსიკალური სერვისის, Apple Music-ის გამომწერთა რაოდენობამ 10 მილიონს მიაღწია. ცნობილი ხდება, რომ ამ რეზულტატის მისაღწევად Apple Music-ს 2, ხოლო მის მთავარ კონკურენტს - Spotify-ს 6 წელი დასჭირდა.
ბრიტანელი მომღერლის, დევიდ ბოუის სახელი „ტვიტერის“ მსოფლიო ტრენდებს შორის მოხვდა. მომხმარებლები მწუხარებას გამოთქვამენ მუსიკოსის გარდაცვალების გამო და მის ვიდეოებსა და სიმღერებს აზიარებენ. ტრენდებში მოხვდა ასევე ფილმი „ლაბირინთი“, სადაც ბოუი მონაწიელობს.
კორპორაციამ Apple სტარტაპი Emotient გამოისყიდა. სიახლე ხელოვნური ინტელექტის დახმარებით სახის მიმიკით ადამიანის განწყობას ამოიცნობს. ცნობილია, რომ თავდაპირველად სერვისი სარეკლამო კომპანიებისთვის იქნება შესაძლებელი, რომლებიც მის შეფასებას შეძლებენ.
მესენჯერის ფართო მოხმარების გამო, Facebook ტელეფონის ნომრების „სიკვდილს“ პროგნოზირებს. „2016 იქნება წელი, როდესაც ტელეფონის ნომრებს „სიკვდილის“ რეალური ნიშნები გაუჩნდება. ეს ყველაფერი კი Facebook-ის მესენჯერის დახვეწასთან იქნება კავშირში“, - დაწერა საკუტარ გვერდზე მესენჯერის კურატორმა, დევიდ მარკუსმა.
„ხელოვნური ინტელექტი“ - სულ უფრო აქტუალური თემა და ტერმინია თანამედროვე ტექნოლოგებსა და ახალ ამბებში. ამჟამად ეს საკითხი კვლავ აქტუალურია, რადგან ცნობილი ხდება, რომ ხელოვნური ინტელექტი სილამაზის კონკურსის ჟიური გახდება. უნიკალური პროექტი ისეთი კომპანიების ხელშეწყობით შეიქმნა, როგორებიც არის: NVIDIA, Microsoft, Cyber Future, RYNKL და სხვები.
პირველად, არსებობის მანძილზე, PlayStation-მა შეცდომები აღიარა. ყველაფერი კი საახალწლო დღეებში გამოვლინდა, როდესაც 12 საათიანი ელექტროენერგიის გათიშვას მისი ბევრი ფუნქციის მოშლა მოჰყვა.
ქსელში Google Glass-ის მეორე თაობის მოწყობილობა გამოჩნდა. წინამორბედისგან განსხვავებით მას უფრო სწრაფი Intel-ის პროცესორი და გაუმჯობესებული ხარისხის კამერა აქვს. გაჯეტს Wi-Fi-ს მხარდაჭერა აქვს, ამასთან, ის წყალგაუმტარი და მტვერგამძლეა.
სოციალურ ქსელ Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი 2016 წლის განმავლობაში საკუთარი სახლისთვის ხელოვნურ ინტელექტს შექმნის. ამის შესახებ თავის ფეისბუქ-გვერდზე მან ავად დაწერა.
პოპულარულმა IT-ვიდეობლოგერებმა 2015 წლის საუკეთესო სმარტფონების რეიტინგი შეადგინეს, შესაბამისი ვიდეო კი YouTube-ზე გაავრცელეს.
კომპანია Adidas-ის ქარხანაში ამჟამად მილიონამდე ადამიანი მუშაობს, თუმცა, როგორც ჩანს, ცნობილი ბრენდის მფლობელი მიმართულებას იცვლის: გარკვეულ კადრებს კომპანიაში რობოტები ჩაანაცვლებენ. ცოტა ხნის წინ Adidas-მა ახალი ქარხნის - Speedfactory მშენებლობის შესახებ დააანონსა, ექსპერიმენტის ფარგლებში ბრენდი 500 წყვილ ბოტასს გამოუშვებს.
ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში ექსპერტმა, WhatsApp-ის მესენჯერში შეცდომა იპოვა, რომლის საშუალებითაც აპლიკაცია წყობიდან შესაძლოა სმაილების საშუალებით გამოვიდეს.
სანამ ინტერნეტში მომდევნო Samsung Galaxy S7-ზე მიდის საუბარი, კომპანიამ Galaxy A-ს სერიის მომდევნო სმარტფონი გამოუშვა, რომელიც განახლებული დიზაინით გამოირჩევა.
კომპანია Google ახალ მესენჯერზე მუშაობს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის ფუქნცია ექნება. ინფორმაციას Wall Street Journal ავრცელებს. ამ მომენტისთვის კომპანიის ორივე სისტემა - Hangouts და Messenger მკვეთრად ჩამოუვარდება Facebook-ის კუთვნილებაში მყოფ WhatsApp-სა და ჩინურ WeChat-ს.