LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hi Tech

Samsung-სა და Apple-ს შორის 2011 წელს დაწყებული სასამართლო მხოლოდ ახლა გადის ბოლოში. გადაწყვეტილების თანახმად, iPhone-ის კოპირებისთვის Samsung 548 მილიონს 10 დღის განმავლობაში გადაიხდის.
Consumer Remorts-ის კვლევებმა აჩვენა, რომ Apple-ის ნოუთბუქი MacBook, ბაზარზე ყველაზე საიმედოდ დასახელდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 58 ათასმა ადამიანმა მიიღო, რომლებმაც ის 2010-დან 2015 წლების განმავლობაში შეიძინეს.
კომპანია Apple ხუთი სხვადასხვა ტიპის iPhone 7-ის ტესტირებას გადის. ერთ-ერთი პროტოტიპია USB Type-C პორტი Lightning-ის ნაცვლად. ასევე საუბარია სმარტფონზე Home ღოლაკის გარეშე, ამასთან, თითის სკანერი ეკრანზე გადაინაცვლებს.
თანამედროვე საზოგადოება ნელ-ნელა მიეჩვია ინტერნეტში ფულის ხარჯვას და ტელეფონის აპლიკაციები ბიუჯეტის ისეთივე განუყოფელი ნაწილი ხდება, როგორც კომუნალური გადასახადები.
iPhone-თვის ძალიან ბევრი აქსესუარი არსებობს. თუმცა, სრულფასოვანი ცალკე კამერა, რომელიც სპეციალურად iPhone-თვის შეიქმნა, ამ მომენტამდე არ არსებობდა. საუბარია DxO One-ზე.
საათების შვეიცარულმა მწარმოებელმა Swatch გადახდის სისტემა Visa-თან კონტრაქტი გააფორმა. საუბარია გადახდის ახალ სისტემაზე - pay-by-the-wrist, რომელიც ჭკვიანი საათებით თანხის გადახდას გულისხმობს.
ჯგუფ Limp Bizkit-ის ფრონტმენმა, ფრედ დერსტმა ვლადიმერ პუტინის გამოსახულებიანი iPhone 6s მიიღო, ნათქვამია კომპანიის პრეს-რელიზში. ტავად მუსიკოსს არაერთხელ გამოუხატავს სიმპათია რუსეთის პრეზიდენტის მიმსამართით.
„შავი პარასკევის“ ფარგლებში, ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ, სამაგიდო თამაში წარმოადგინა. „ეძებთ სამაგიდო თამაშს „შავ პარასკევს“? გთავაზობთ უფასო გასართობს „შავი ხვრელების“ შესახებ“, - დაწერა NASA-ს პრეს-სამსახურმა „ტვიტერში“ და პოსტს თეგი #BlackHoleFriday დაურთო.