უცხოურ საიტებზე ახალი სმარტფონის შესახებ პირველი ხმები გავრცელდა. მოწყობილობის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ სმარტფონის ეკრანი მასზე შეხების სიმძლავრეს გაარჩევს.
კომპანიამ LG Electronics დიზაინ-სტუდია Wilmotte & Associes-თან ერთად OLED-დისპლეების ყველაზე დიდი ინსტალაცია წარმოადგინა და სამხრეთ კორეის საერთაშორისო აეროპორტის მთავარ ტერმინალზე განათავსა.
კომპანია Apple 2018 წლისთვის თავის სმარტფონებში OLED-დისპლეებს შემოგვთავაზებს. ამის შესახებ იაპონურმა გამოცემამ დაწერა. წყაროს თქმით, სიახლეს მომავალი iPhone-ებისთვის LG Display და Samsung Electronics შეიმუშავებენ.
2015 წლის ოქტომბრის მონაცემებით, UC Browser-მა მობილურების ბაზარზე 17,42%-ით მეორე ადგილი დაიკავა. ამ მაჩვენებლით მან უკან ჩამოიტოვა Safari, რომლის წილმაც ბაზარზე 16,38% შეადგინა. მობილური ბრაუზერი Opera მომხმარებლების კარგვას განაგრძობს, მისი კუთვნილი წილი 12,54%-მდე შემცირდა.
სიახლეს არავისთვის წარმოადგენს, რომ სმარტფონებში ენერგიის დიდი ნაწილი ეკრანს მიაქვს. სწორედ ამიტომ ჩვენ ხშირად ვუკლებთ სიმკვეთრეს, რათა პროცენტები დიდხანს შევინარჩუნოთ, იმის მაგივრად, რომ გამოვრთოთ ის აპლიკაციები, რომლებსაც გაცილებით მეტი ენერგია მიაქვს.
Facebook-ში გაჩნდა ახალი ფუნქცია, რომელიც ყოფილი შეყვარებულის დავიწყებაში დაგეხმარებათ. „როდესაც ადამიანი ცვლის სოციალურ სტატუსს გვერდზე, პროგრამა ავტომატურად იწყებს მუშაობას, ჩვენ ადამიანებს სტრესის დაძლევაში დავეხმარებით“-აცხადებს სოციალური ქსელის მენეჯერი კელი უინტერსი.